|
GTZ გერმანული ენის კურსები
1 აპრილიდან 15 ივნისანდე გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს ახორცილებს. მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. მსურველები შეირჩნენ ტესტირების საფუძველზე, რომელიც ზოგად უნარებსა და გერმანულ ენაში ჩაუტარდათ.
ენის კურსების გავლისა და შესარჩევი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შემოდგომაზე ერთი ან ორი სემესტრით გაემგზავრონ გერმანიაში ფერმერულ მეურნეობებში პრაქტიკის გასავლელად.