| ისტორია |დღეს | სტრუქტურა | სტრატეგიული გეგმა | საპატიო დოქტორები | ბოლონიის პროცესი | ვაკანსიები |

გვერდი
ჩვენს შესახებ
ადმინისტრაცია
ხარისხი
ფაკულტეტები
სტუდენტები
მეცნიერული მუშაობა
უცხოეთთან კავშირი
აბიტურიენტები
კურს. დამთავრ.
საზოგადოებასთან ურთ.
გაზეთი მამული
პუბლიკაციები
დისტანციური სწავლება
ბიბლიოთეკა
სარჩევი

 

ჩვენს შესახებ

  “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ – სავეტერინარო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით.
2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდოს “საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი

პრემიერ-მინისტრი                   ზურაბ ნოღაიდელი
 

  1917 წელს თბილისში პოლიტექნიკური ინსტიტუტS თავიდან ფუნქციონირებდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტიs ორი განყოფილებსასოფლო-სამეურნეო და სატყეო განყოფილებები. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო განყოფილება, რომლის ბაზაზეც 1921 წელს ჩამოყალიბდა აგრონომიული ფაკულტეტი. 1928 წელს თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტს შეუერთდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი, რის გამოც სტუდენტების რაოდენობამ სამ კურსზე მიაღწია 1670-, ხოლო პროფესორ მასწავლებლების რაოდენობამ კი- 220-. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.1932 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს გამოეყო ზოოტექნიკური ფაკულტეტი და მის ბაზაზე დაარსდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი ზოოტექნიკური და სავეტერინარო ფაკულტეტებით. 1959 წელს ინსტიტუტს შეუერთდა საქართველოს ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მან მიიღო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1999 წლის 11 მაისიდან კი საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სახელწოდება. 2003 წლიდან მას დაერქვა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი.  საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიოდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო და ქვემო ქართლის რეგიონალური მრავალპროფილიანი (. მარნეული) ინსტიტუტები, აგრეთვე თელავის, ახალციხის, მარნეულის, ლანჩხუთის ფილიალები.
      
უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზა განლაგებულია თბილისში- დიღომში (მის. . აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) და კრწანისში (სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობაკრწანისი”).

ახალ აკადემიურ თანამდებობებზე თანამშრომელთა გადაყვანის შედეგად უნივერსიტეტში 90 პროფესორია, 170 ასოცირებული პროფესორი და 260 ასისტენტ პროფესორი, აქედან 30 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და წევრ-კორესპონდენტია.

     
უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი ან სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე:

  • პირველ საფეხურზე 4-წლიანი სწავლების ვადით მზადდება სპეციალისტები და მათ ენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

  • პირველ საფეხურზე შესაძლებელია აგრეთვე განხორციელდეს დიპლომირებული სპეციალისტის მომზადება 5 წლიანი სპეციალური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად, რომლის მიზანია სპეციალისტის მომზადება პრაქტიკული ხასიათის პროფესიულ საქმიანობისათვის;

  • მეორე საფეხურზე 2-წლიანი სწავლების ვადით მზადდება სპეციალისტები  და მათ ენიჭებათ მაგისტრის ხარისხი;

  • 2007/2008 სასწავლო წლიდან მომზადდება სპეციალისტები დოქტორანტურაში, რომელიც ითვლება სწავლების მესამე საფეხურად. სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ სამი წლისა;

      უნივერსიტეტში მაღალ დონეზეა წარმოდგენილი კულტურის, ხელოვნების და სპორტის სფერო. ფუნქციონირებს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი- საქართველოს ცეკვის დამსახურებული ანსაბლი “გორდა”, უნიკალური ხალხურ საკრავთა ანსაბლი, სტუდენტთა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი “სოფელო”; უნივერსიტეტს გააჩნია სათანადოდ აღჭურვილი სპორტული ბაზები, სადაც წვრთნას გადიან როგორც სტუდენტები, ასევე პედაგოგებიც. დღეისათვის საქართველოს უმაღლეს ლიგაში წარმატებით თამაშობენ ფეხბურთელთა გუნდი “ვიტ-ჯორჯია” და ხელბურთელთა გუნდი “მამული”, ხოლო რაც შეეხება დიდ სპორტს, უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვადასხვა დროს მოპოვებული აქვთ ყოფილი კავშირის, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა და საპრიზო ადგილები.

   აშშ, რუსეთის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიის, გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების გამოჩენილი მეცნიერები არჩეულნი არიან უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებად.  

 პარტნიორები

ნივერსიტეტს დამყარებული აქვს მჭიდრო თანამშრომლობა შემდეგ უნივერსიტეტებთან:

· კ. ტიმირიაზევის სახ. სასოფლო-სამეურნეო აკადემია (რუსეთი)

·  ვ. გორიაჩკინის სახ. აგროსაინჟინრო უნივერსიტეტი(რუსეთი)

·  მერილენდის  უნივერსიტეტი (აშშ)

·  იოვას  (აშშ)

·  მარბურგის უნივერსიტეტი(გერმანია)

·  ფილიპსის უნივერსიტეტი(გერმანია

·  გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)

·  ბუნების დაცვის და ლანდშაფტის ეკოლოგიის ფედერალური კვლევის ცენტრი (გერმანია)

·  ვაინშტეფანის უმაღლესი აგრარული სასწავლებელი (გერმანია)

·  დიჟონის უნივერსიტეტი (

·  სამსუნის უნივერსიტეტი (თურქეთი)

·  სასოფლო-სამეურნეო აკადემია (სომხეთი)

·  სასოფლო-სამეურნეო აკადემია (აზერბაიჯანი)

·  და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და სამეცნიერო ცენტრებთან.

 

სამთო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი