აგროეკოლოგიის დეპარტამენტი
(ხელ. ასოც. პროფესორი ა. თხელიძე)
აგროეკოლოგიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2006 წელს, მასში შევიდა აგროეკოლოგიის, აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთა ქიმიური დაცვის, ფიტოპათოლოგიის და ენტომოლოგიის მიმართულებები

აგროეკოლოგიის განყოფილება
აგროეკოლოგიის განყოფილება (ყოფილი აგროეკოლოგიის კათედრა) შეიქმნა აგრომეტეოროლოგიის და სამოქალაქო თავდაცვის კათედრების ბაზაზე 1993 წელს, ცნობილი ქართველი მეცნიერის და პედაგოგის პროფესორ თენგიზ ურუშაძის ხელმძღვანელეობით. ამ კათედრის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ევროპისა და აშშ უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილების გათვალისწინებამ და ჩვენი ქვეყნისათვის თანამედროვე დონეზე განსწავლული სპეციალისტების მომზადების აუცილებლობამ.
ყოფილ კათედრაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ ღვაწლმოსილი მეცნიერები: პროფ. კელენჯერიძე, დოცენტები: მგელაძე, ჯიქია, სვანიძე, ქირია და გოგლიძე.განყოფილებაზე აგროეკოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებთან იკითხება საგანი ზოგად და კერძო ეკოლოგია, აგროტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებთან აგროეკოლოგია. აგროეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტებთან კერძო ეკოლოგია, ეკოლოგიური სამართალი, ეკოლოგიური მნონიტორინგი და ექსპერტიზა. განყოფილებაში ფუნქციონირებს ორი სასწალო და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია. განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ და დღესაც აგრძელებენ გამოკვლევებს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე –,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროეკოლოგიური თავისებურებების და გარემოს მძიმე მეტალებით, რადიუნუკლეიდებით და სხვა ტოქსიკური შენაერთების დაბინძურების საკითხებზე. კათედრაზე, მისი არსებობის მანძილზე, თანამშრომელთა მიერ გამოცემულია 10 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო, 30 მონოგრაფია. გამოქვეყნებულია …460 სამეცნიერო სტატია. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დაცული იქნა 23 საკანდიდატო და 7 სადოქტორო დისერტაცია. გამოშვბული იქნა 110 ბაკალავრი და…31 მაგისტრი.
ამჟამად აგროეკოლოგიის განყოფლებაში მუშაობენ სრ. პროფესორები : თ.ფ. ურუშაძე და თ.თ. ურუშაძე. ასოცირებული პროფესორები: მ. მელაძე, დ. ხომასურიძე. უფროსი მასწავლებელი ქ. როყვა, მეცნიერ კონსულტანტი ო. მდივნიშვილი; ლაბორანტი ი. ბუჯიაშვილი.
საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული არიან აკადემიური დოქტორი ე. გოგლიძე და ა. კლდიაშილი.

ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნებისდაცვის განყოფილება
ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის განყოფილება ჩამო-ყალიბდა 2006 წელს გერმანიის ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს და ბუ-ნებისა და სოციალურად სამართლიანი კვების და ლანდშაფტური კულტურის არაკომერციული ასოციაციის (გერმანია) და საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 5 წლიანი დაფინანსებით. იდეა განხორციელდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში დანერგილი თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული სპეციალობების ქონის აუცილებლობებიდან გამომდინარე. მისი უშუალო ინიოციატორი და სულის ჩამდგმელი იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი (პირველი პროფესორი) ევროპაში ორგანულ სოფლის მეურნეობაში, გერმანიის ფედერალური სააგენტოს პრეზიდენტი, პროფესორი ჰელმუტ ფოხტმანი, კასელის (გერმანია) უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორი, ორგანული (ეკოლოგიური) სურსათის ხარისხის და კვების კულტურის დეპარტამენტის უფროსი ანგელიკა პლოგერი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აგროეკოლოგიის სპეციალობის ფუძემდებელი, აგროეკოლოგიაში პირველი სახელმძღვანელოს ავტორი, პროფესორი თენგიზ ურუშაძე.
განყოფილების მიზანს წარმოადგენს ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის (ორგანული მეურნეობის, ბიომეურნეობის) და ბუნების დაცვის სფეროში კვლევითი და საგანმანათლებლი პროგრამების შექმნა, აგრეთვე, ყურადღების გამახვილება ბიომრავალფეროვნებაზე, ადამიანებისა და ეკოსისტემის სიჯანსაღეზე.
ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის განყოფილების გამგედ დაინიშნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სრ. პროფესორი თეო ურუშაძე. კათედრაზე მოღვაწეობენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი Dდიანა ხომასურიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი ლაბორანტი ნინო ნიკოლეიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ პროფესორი თამარ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი ლაბორანტი გიორგი ღამბაშიძე.
განყოფილება გერმანელ კოლეგებთან ერთად მუშაობს საერთაშორისო სამაგისტრო კურსის შექმნაზე ორგანული სოფლის მეურნეობის სპეციალობით, რომელიც იქნება საქართველოში პირველი ნიმუში საგანმანათლებლო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ბოლონიის პრინციპებზე დაყრდნობით ახალი სასწავლო პროგრამის შექმნისა. რაც თავის მხრივ, გულისხმობს ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას.

მცენარეთა დაცვის განყოფილება
მცენარეთა დაცვის განყოფილება შეიქმნა ენტომოლოგიის, ფიტოპათოლოგიისა და მცენარეთა ქიმური დაცვის კათედრების გაერთიანებით 2005 წელს.
ფიტოპათოლოგიის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კათედრის ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაეყარა 1929 წელს ფიტოპათოლოგიის კათედრისა და 1931 წელს მცენარეთა ქიმიური დაცვის კათედრის ჩამოყალიბებით. აღნიშნული კათედრები 1981 წლამდე დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. 1981 წელს მოხდა მათი შეერთება და 1990 წელს ეწოდა სიმონ ქარუმიძის სახელობის ფიტოპათოლოგიის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კათედრა. დაარსებიდან დღემდე კათედრაზე მუშაობდნენ: პ. რეკი, პ. საზონოვი, ე. ერისთავი, ი. შოშიაშვილი, ლ. წერეთელი, გ. ჭელიძე, ლ. თაყაიშვილი. აკადემიკოსები: ლ. ყანჩაველი და გ. გეგენავა; პროფესორები: ნ. ნაგორნი, ნ. ხაჭაპურიძე და ს. ქარუმიძე; დოცენტები ბ. ვარდოსანიძე, შ. სირაძე, ს. გვრიტიშვილი, ე. ზაზუნოვა, ნ. ჩარკვიანი, კ. Bბუაჩიძე, ასისტენტები მ. ამანათაშვილი, რ. გელაძე და სხვები.
ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის კათედრის დაარსება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემათიკური ფაკულტეტის აგრონომიული განყოფილების გახსნის პერიოდში 1919-1920 წლებში, პროფესორ ბ. უვაროვის ხელმძღვანელობით. დაარსებიდან დღემდე კათედრაზე მუშაობდნენ ისეთი ღვაწლმოსილი მეცნიერები როგორიც იყვნენ : Fფ. ზაიცევი, დ. ჯავახიშვილი, ნ. ხაჭაპურიძე, ლ. კალანდაძე, ი. ბათიაშვილი, გ. ყანჩაველი, ა. ბაღდავაძე, გ. დეკანოიძე, ნ ცინცაძე, ა. გეგეჭკორი და სხვები.
კათედრის არსებობის მანძილზე თანამშრომელთა მიერ გამოცემულია 25 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო, 1106 სამეცნიერო სტატია. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დაცული იქნა 12 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. გამოშვბული იქნა 124 ბაკალავრი და…45 მაგისტრი.
ენტომოლოგიისა და ზოლოგიის, ფიტოპათოლოგიისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებაზე აგროტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებთან იკითხება საგანი ენტომოლოგია, ფიტოპათოლოგია და მცენარეთა ქიმიური დაცვა. აგროეკოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებთან: ენტომოლოგია ზოოლოგიის საფუძვლებით, ფიტოპათოლოგია მიკოლოგიის საფუძვლებით, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა. მცენარეთა დაცვის სპეციალობის მაგისტრანტებთან იკითხება: მცენარეთა მავნებლები, მცენარეთა დავადებები, მცენარეთა მავნებლებთან და დავადებაბთან ბრძოლის საფუძვლები, პარაზიტოლოგია, მავნე ორგანიზმთა რიცხობრიობა და პროგნოზირება.
განყოფილებას აქვს სათანადო აღჭურვილობის მქონე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. კვლევითი მუშაობა დაკავშირებულია ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტასთან, როგორიცაა მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება, ახალი ჯგუფის პესტიციდების და მათი ალტერნატიული საშუალებების მცენარეთა ნახარშებისა და ნაყენების და სხვა ხალხური საშუალებების გამოცდა. ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილოვანი კულტურების და ვაზის უმთავრესი მავნებლების გამოვლინება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების დამუშავება. საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების გავრცელების შეზღუდვისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების დამუშავება. მავნებლების წინააღმდეგ ეკოლოგიურად უსაფრთხო ბრძოლის ღონისძიებების Mმოძიება და დანერგვა, ბიოლოგიური კონტროლის უპირატესი განვითარების საფუძველზე. კათედრის თანამშრომელთა მიერ აღმოჩენილი იქნა მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი მავნებლის ახალი სახეობა-ბიოაგენტი Pოლუნემა Bატჰიასვილი ( ნ. ელერდაშვილი, მ. ლობჟანიძე).
განყოფილებაში ამჟამად მუშაობენ მეცნიერ კოსულტანტები, აკადემიური დოქტორები: ნ. ცინცაძე და კ ბუაჩიძე; ასოცირებული პროფესორები: მ. ლობჟანიძე, ნ. დათუკიშვილი და მ. ბერუაშვილი. ასისტენტი თ. გოგიშვილი; უფროსი მასწავლებელი ი. ჟორჟოლიანი; უფროსი ლაბორანტი ნ. ბადალაშვილი; ლაბორანტები: ნ. მიქაბერიძე, ე. თანდაშვილი, ნ. რობაქიძე, თ. ფულარიანი და ი. ჩიგოგიძე. საათობრივი ანაზღაურების წესით მუშაობენ ს/.მ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები: ზ. ბედოიძე და რევაზ კურტნიძე.

ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის განყოფილება
ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის განყოფილება შეიქმნა ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის კათედრის გაერთიანების შედეგად 2005 წელს.
ნიადაგმცოდნეობის კათედრა დაარსებული იქნა აკად დ. გედევანიშვილის მიერ 1919 წელს. ამ კათედრაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ ისეთი სახელგანთქმული მეცნიერები, როგორიც იყვნენ: მ. საბაშვილი, ა. ვოზნესენსკი, გ. ტალახაძე. ე ზოლოტარევა, გ. ტარასაშვილი, ი. ანჯაფარიძე, ვ. ლატარია, რ. კირვალიძე, კ. მინდელი და სხვები.
საგან აგროქიმიის კურსი პირველად წაიკითხა დიდმა ქართველმა მეცნიერმა პეტრე მელიქიშვილმა, რომელიც 1918 წელს დაინიშნა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, შემდეგ ამავე უნივერსიეეტის აგრონომიული ფაკულტის დეკანად. უნივრსიტეტში მან პირველად ჩამოაყალიბა აგრონომიული ქიმიის ლაბორატორია. აგრონომიული ქიმიის კათედრა პირველად დაარსდა 1936 წელს და მის პირველ გამგედ დაინიშნა პროფ. შ. ცინცაძე. 1938 წელს კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ი. სარიშვილი და 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. წლების განმავლობაში კათედრაზე მოღვაწეობდნენ ისეთი პედაგოგები როგორიც იყვნენ: პროფესორები: ა. მენეღარიშვილი და ი. ნაკაიძე, დოცენტები: ბ. გერასიმოვი, მ. გეგეჭკორი, გ. ურუშაძე, ნ. ზალიევა, ლ. სარიშვილი მ. იაკობაშვილი, ნ. ზეიკიძე; ასისტენტები: ა. ნარეშელი, თ. ქართველიშვილი, მ. კობახიძე.
თავისი არსებობის მანძილზე ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის კათედრის თანამშრომელთა მიერ გამოცემულია 34 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო, 16 მონოგრაფია, 1301… სამეცნიერო სტატია. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დაცული იქნა 12 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. გამოშვებული იქნა 142 ბაკალავრი და 41 მაგისტრი.
ნიადაგმცოდნეობის მიმართულებაზე ბაკალავრიატში სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებთან იკითხება სამი საგანი: ზოგადი და კერძო ნიადაგმცოდნეობა. ნიადაგმცოდნეობა გეოლოგიის საფუძვლებით და სატყეო ნიადაგმცოდნეობა. მაგისტრატურაში: საქართველოს ნიადაგები, საველე ნიადაგმცოდნეობა და კერძო ეკოლოგია.
აგროქიმიის მიმართულება აგროეკოლოგიის ბაკალავრებთან კითხულობს საგან აგროქიმიას ეკოლოგიური ასპექტებით, აგროტექნოლოგიის სპეციალობასთან აგროქიმიას. აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის სპეციალობის მაგისტრანტებთან იკითხება: სასუქების გამოყენების სისტემა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება, საქართველოს აგრომადნების აგროქიმიური დახასიათება და სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემო.
განყოფილებას აქვს სათანადო აღჭურვილობის მქონე ოთხი სასწავლო და ორი კვლევითი ლაბორატორია. აგროქიმიის კათედრაზე 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ტორფისა და სხვა ორგანული სასუქების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც შემუშავებული იქნა ორგანული სასუქებისა და კომპოსტების რეცეპტურა.
ნიადაგმცოდნეობის კათედრის კვლევითი მუშაობა დაკავშირებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლასთან როგორიცაა: საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების აგროფიზიკური თვისებები და მათი დახასიათება. გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის ნიადაგების შესწავლა საფუძვლად დაედო ამ ზონებში ჩაის კულტურის გაშენებას. 1930 წელს დ. გედევანიშვილმა დაამუშავა საქართველოს ნიადაგების კლასიფიკაციის საკითხი და შეადგინა რუქა 1:500000 მასშტაბით. 1938 წელს საქართველოს ნიადაგურ-ლანდშაფტური ზონების რუქა და საქართველოს ნიადაგების რუქა. ამ უკანასკნელის შესწორებული და დაზუსტებული ვარიანტი გამოცემული იქნა 1999 წელს.
1930 წელს დ. გედევანიშვილმა და გ. ახვლედიანმა შეისწავლეს საქართველოს დამლაშებული ნიადაგები. 1932-34 წწ მ. საბაშვილმა, ახვლედიანმა და სხვებმა სუბტროპიკული ზონის ნიადაგები. 1932 წელს ამ კათედრის მიერ შედგენილი იქნა ამიერკავკასიის ნიადაგური რუქა, 1937 წელს დ. გედევანიშვილისა გ. ტალახაძის ხელმძღვანელობით ალაზნის ველი, შირაქის ველი, არაგვისა და ივრის ხეობები. 1946 წელს დ. გედევანიშვილის, გ. ტალახაძის და ვ. ლატარიას მიერ რაჭა ლეჩხუმის, ქართლის, პანკისის ხეობის და სამხრეთ მთიანეთის ნიადაგები, 1965-67 წწ გ. ტალახაძის და ი. ანჯაფარიძის მიერ შირაქისა და ელდარის ველის ნიადაგები. სერიოზული გამოკვლევები აქვთ ჩატარებული ლ. ნაკაშიძეს კოლოიდების, თიხა მინერალების და მიკროელემენტების თვისებებზე, მ. ჯიკაევას წითელმიწა ნიადაგების თვისებებზე, რ. კირვალიძეს რუხი ყავისფერი ნიადაგების გენეზისის, და აგროსაწარმოო თვისებების საკითხებზე, კ. მინდელს მუხრანის ველის მდელოს ყავისფერი ნიადაგების კოლოიდების და მინერალოგიური შედგენილობის შესწავლის საკითხებზე.
აგროქიმიის კათედრის თანამშრომელთა მიერ შესწავლილი იქნა თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურების კვების და განოყიერების საკითხები და დადგენილი იქნა სასუქების ეკოლოგიურად უსაფრთხო ნორმები ბოსტნეული კულტურების ქვეშ. აღრიცხული იქნა ორგანულ სასუქად გამოსადეგი ყველა სახის ანარჩენი და შემუშავებული იქნა მათგან კომპოსტების მომზადების ტექნოლოგია. აღრიცხული იქნა საკვები ელემენტების დანაკარგები ორგანული და მინერალური სასუქების სხვადასხვა ფორმებიდან. განსაზღვრული და გაანალიზებული იქნა ნიტრატებით ნიადაგის ხილბოსტენეულის ნაყოფების, სასმელი წყლების დაბინძურების საკითხები. ამჟამად აგროქიმიის მიმართულება მუშაობს სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების ქვეშ კომპლექსური და მარტივი სასუქების შედარებითი ეფექტურობის შესწავლის, ნიადაგიდან და სასუქებიდან საკვები ელემენტების დანაკარგების აღრიცხვისა და მათ აღსაკვეთად საჭირო ღონისძიებების შემუშავების საკითხებზე.
წინა წლებში ნიადაგმცოდნეობის და აქროქიმიის კათედრის თანამშრომლები გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა სახელწოდების სახელმწიფო გრანტებში. ამჟამად ნიადაგმცოდნეობის მიმართულებაზე მუშავდება ერთი სახელმწიფო გრანტი, ,,საქართველოს ანდოსოლების გენეტიკური თავისებურებანი და მათი რაციონალური გამოყენება.”
გაერთიანებულ ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის განყოფილებაში მეცნიერ კოსულტანტებად მუშაობენ: პროფ. ო. ზარდალიშვილი და აკადემიური დოქტორი ლ. გუნთაიშვილი. ასოცირებული პროფესორები: ნ. მაჭავარიანი, დ კირვალიძე, ა. თხელიძე, რ. ლიპარტელიანი., ნ. მუმლაძე. ასისტენტ პროფ. თ. ქვრივიშვილი; უფროსი მასწავლებლები: ე. სანაძე და ლ. გამსახურდია; უფროსი ლაბორანტები ნ. ნიკოლეიშვილი, მ. ზარდალიშვილი. ლაბორანტები: რ. კახაძე, ნ. ყოჩიაშვილი, რ. ჩაფიძე და ნ. ჯანგირაშვილი.
საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული არიან: ს/.მ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები: ი. იაკობაშვილი, ა. ყანჩაველი და ც. კობაიძე.
აგროეკოლოგიის დეპარტამენტის ნიადაგმოცდნეობისა და აგროქიმიის განყოფილება ამჟამად მუშაობს შემდეგ პრობლემებზე:
1. ქვემო ქართლის ნიადაგებში, წყლებში და მცენარეულ პროდუქტებში მძიმე მეტალების და რადიონუკლეიდების შემცველობა და ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღების შესძლებლობები.
2. ზემო იმერეთის სხვადასხვა ხარისხით ეროზირებული ნიადაგებიდან წყლისმიერი ეროზიით საკვები ელემენტების დანაკარგები და მისი თავიდან აცილების ღონისძიებათა დამუშავება.
3. ეკოლოგიური, მინერალური და ორგანული მიწათმოქმედების პირობებში, მარცვლეული, ტექნიკური, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღების შესაძლებლობები.
4. ხილბოსტნეულის და სხვა საკვები პროდუქტების ნიტრატებით დაბინძურების დიაგნოსტიკა გარეგნული სიმპტომების მიხედვით.