აგროტექნოლოგიის დეპარტამენტი
(ხელმძღვანელი პროფ. ც. სამადაშვილი)
აგროეკოლოგიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2006 წელს, მასში შევიდა აგროტექნოლოგიის, გენეტიკა, სელექციისა და მეაბრეშუმეობის, მიწათმოქმედების, მემცენარეობის, მეხილეობა-მევენახეობა-მებოსტნეობის და საკვებწარმოების მიმართულებები

გენეტიკა-სელექციის და მეაბრეშუმეობის განყოფილება

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის გენეტიკისა და სელექცია-მეთესლეობის განყოფილების საწყისი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1923 წელს დაარსებული ცხოველთმომშენებლობისა და ტექნიკის კათედრა. 1933 წლამდე კათედრა ატარებდა ზოოტექნიკურ ხასიათს და 1933 წელსვე ამ კათედრის ბაზაზე მოხდა გენეტიკისა და სელექცია-მეთესლეობის კათედრის ჩამოყალიბება.
განყოფილებაში დაცულია 22 სადოქტორო და 160 მეტი საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებულია 28 დასახელების ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო, 2000 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 10 მონოგრაფია. განყოფილებას აქვს სასწავლო და საცდელი ლაბორატორიები სათანადო აღჭურვილობით. კგანყოფილების თანამშრომელთა მიერ მომზადებულია ორიგინალური სახელმძღვანელოები სელექცია-მეთესლეობასა და გენეტიკაში. განყოფილება სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მუხრანის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში გამოყოფილ რამდენიმე ჰა ფართობზე, სადაც მოწყობილია საკოლექციო, სასელექციო და წინასწარი ჯიშთაგამოცდის ნაკვეთები. კოლექციაშია საქართველოს ხორბლის უნიკალური ენდემური სახეობების ნიმუშები. განყოფილება თანამშრომლობს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენახვისა და დაცვის ცენტრთან (საერთაშორისო ორგანიზაციები IჩAღDA, შIMMIთ, IPGღI კოლექციას ხელმძღვანელობს სმმდ პროფ. რ. ძიძიშვილი დზიდზი2002@ყაჰოო. ცომ)
ამჟამად განყოფილება წარმოდგენილია შემდეგი პედაგოგიური შემადგენლობით: კონსულტანტები: პ. ნასყიდაშვილი, ი. საათაშვილი, სრ. პროფ. ც. სამადაშვილი, სრ. პროფ. რ. ძიძიშვილი, სმმკ. გ. კაპატაძე, ასისტ. პრო.ფ ხ. დობორჯგინიძე.
განყოფილებაზე იკითხება შემდეგი საგნები: ციტოლოგია; ევოლუციური თეორიის საფუძვლები; ზოგადი გენეტიკა; ეკოლოგიური გენეტიკა; გენეტიკა ციტოლოგიის საფუძვლებით; მცენარეთა შედარებითი გენეტიკა; პოპულაციების, რაოდენობრივი ნიშნებისა და გენეტიკურ-სტატისტიკური მეთოდები მცენარეთა სელექციაში; ბიოტექნოლოგია გენური ინჟინერიის საფუძვლებით; ზოგადი სელექცია; სელექცია დაავადებათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობაზე; ჯიშთმცოდნეობა; მინდვრის კულტურების სელექცია და მეთესლეობა; ბოსტნეული და ხეხილოვანი კულტურების სელექცია-მეთესლეობა; სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა სელექცია-მეთესლეობის საფუძვლები; სელექციის საფუძვლები; კერძო სელექცია; სამკურნალო მცენარეთა სელექცია-მეთესლეობა; მარცვლის ხარისხზე სელექციის გენეტიკური საფუძვლები; სელექცია იმუნიტეტზე; თუთის აბრეშუმხვევიას გენეტიკა-სელექცია.
განყოფილება სამეცნიერო-კვლევით მუშაობას წარმართავს გენეტიკის, გამოყენებითი ბოტანიკის, სელექციისა და მეთესლეობის აგრეთვე სელექციის მეთოდიკის ხაზით. განყოფილებაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს მინდვრის კულტურათა (ხორბალი, სიმინდი) შესწავლა, გენეტიკური გამოკვლევა და სელექციური გაუმჯობესება. ტარდება გვართაშორისი, სახეობათაშორისი და სახეობის ფარგლებში ჰიბრიდების მიღება. გამოყვანილია და წარმოებაშია დანერგილი ხორბლის, ქერის, ტრიტიკალეს, სიმინდის, ლობიოს, სოიას და სხვ. კულტურათა 20 ჯიში, ჰიბრიდი, ხაზი.
2005 წელს განყოფილებას შუერთდა მეაბრეშუმეობის მიმართულება. აღნიშნულ მიმართულებაზე მეთუთეობის, თუთის სელექციისა და ბიოქიმიის, მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის ტექნოლოგიის, თუთის აბრეშუმხვევიას სელექცია-გრენაჟის, თუთისა და თუთის აბრეშუმხვევიას დაავადებების საკითხებზე მუშაობს ასოც. პროფ. თ. დალალიშვილი.

მიწათმოქმედების განყოფილება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტთან 1919 წელს შეიქმნა სასოფლო–სამეურნეო განყოფილება. 1921 წელს კი ამ განყოფილების ბაზაზე შექმნილ აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ნიადაგმცოდენეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრა. ეს კათედრა ამ სახით მუშაობდა 1930 წლამდე. ზოგადი მიწათმოქმედების კათედრა დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა 1938 წელს. Kამჟამად განყოფილებაში იკითხება შემდეგი საგნები: სარწყავი მიწათმოქმედება, მელიორაცია, მემცენარეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობის საფუძვლები, მიწათმოქმედება აგროქიმიის საფუძვლებით, მიწათმოქმედება ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით, საცდელი საქმის მეთოდიკა, თესლმცოდნეობა, ზონალური მიწათმოქმედება და სხვ.
დაცულია 3 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია. განყოფილებას აქვს სასწავლო და საცდელი ლაბორატორიები სათანადო აღჭურვილობით. თანამშრომელების მიერ მომზადებულია ორიგინალური სახელმძღვანელოები ზოგად მიწათმოქმედებაში, საცდელი საქმის მეთოდიკაში.
განყოფილება სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მუხრანის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში გამოყოფილ 5 ჰ ფართობზე, სადაც მოწყობილი იყო 9 მინდვრიანი თესლბრუნვა.
ამჟამად განყოფილება წარმოდგენილია შემდეგი პედაგოგიური შემადგენლობით: სმმდ. კონსულტანტი გ. ცაგურიშვილი, ასოც. პროფ. ზ. ტყებუჩავა, ასისტ. პროფ. ნ. მერაბიშვილი.
მემცენარეობის განყოფილება

მემცენარეობის კათედრა დაარსდა 1920 წელს. ამჟამად განყოფილება აერთიანებს მემცენარეობის და სამკურნალო მცენარეთა ყოფილ კათედრებს. განყოფილებაში სასწავლო და პედაგოგიურ საქმანობას ეწევა 10 პედაგოგი, რომელთაგან სამი მეცნიერებათა დოქტორია.
განყოფილებაში იკითხება შემდეგი საგნები: მემცენარეობა, ტექნიკური კულტურები, სამკურნალო მცენარეებიის მოვლა-მოყვანა და სხვ.
განყოფილებაში დაცულია 3 სადოქტორო და მრავალი საკანდიდატო დისერტაცია. განყოფილებას აქვს სასწავლო და საცდელი ლაბორატორიები სათანადო აღჭურვილობით.
განყოფილება სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მუხრანის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში გამოყოფილ 2 ჰა ფართობზე. ხდება ისეთი აქტუალური და პრაქტიკული საკითხების, როგორიცაა: მინდვრის კულტურების (ხორბალი, ქერი, ტრიტიკალე, სიმინდი, კარტოფილი, მზესუმზირა და სხვ.) ზონალური და ჯიშური აგროტექნოლოგიების დამუშავება.
განყოფილებას 2005 წელს შეუერთდა სამკურნალო მცენარეების სპეციალობა. ამჟამად განყოფილება წარმოდგენილია შემდეგი პედაგოგიური შემადგენლობით: კონსულტანტი: ი. ზედგენიძე, სრ. პროფ. თ. კაჭარავა, სრ. პროფ. თ. დარსაველიძე, ასოც. პროფ. ჯ. შენგელია, ასისტ. პროფ. ზ. ხაჩიძე, უფ. მასწ. ლ. ალფაიძე, სმმკ. ზ. ხუნდაძე.

მებაღეობა-მევენახეობისა და მებოსტნეობის განყოფილება

აღნიშნული განყოფილება შეიქმნა სამი კათედრის: მებაღეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა კათედრების გაერთიანებით. განყოფილებაში სასწავლო და პედაგოგიურ საქმანობას ეწევა 6 პედაგოგი.
განყოფილებაში იკითხება შემდეგი საგნები: მებაღეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა. განყოფილებაში სხვადასხვა დროს დაცულია რამდენიმე სადოქტორო და მრავალი საკანდიდატო დისერტაცია. განყოფილებას აქვს სასწავლო და საცდელი ლაბორატორიები სათანადო აღჭურვილობით.
განყოფილება სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მუხრანის სასწავლო-საცდელ მეურნეობასა და დ/დიღმის საცდელ ნაკვეთებზე გამოყოფილ ფართობებზე. განყოფილებაში ხდება დარგის აქტუალური და პრაქტიკული საკითხების დამუშავება.
ამჟამად განყოფილება წარმოდგენილია შემდეგი პედაგოგიური შემადგენლობით: სრ. პროფ.მ. ვარძელაშილი, ასოც. პროფ. ბ. აბაშიძე, ასოც. ნ. ჩხაიძე, ასოც. პროფ. ლ. მაღლაკელიძე, ასისტ. პროფ. მ. ჭუმბაძე, ასისტ. პროფ. ქ. რობაქიძე, სმმკ. მ. მორჩილაძე, სმმკ. გ. ბარბაქაძე, უფ. მასწ. ნ. ჯიბლაძე და სხვ.