აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსი
ხუთ წელზე მეტია, რაც საქმიან პარტნიორებმა - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის
საზოგადოებამ (Gთძ), ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა და
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა ჩვენს უნივერსიტეტში
ჩამოაყალიბეს აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსი. ამ კურსის
მიზანია აგრარულ სფეროში საერთაშორისო დონის ქართველი სპეციალისტების მომზადება.
სამაგისტრო კურსის ხანგრძლივობაა ხუთი სემესტრი. წარჩინებულ სტუდენტებს
შესაძლებლობა ეძლევათ გაიღრმავონ პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა
გერმანიაში, რის ხარჯებსაც სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს Gთძ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 20 ოქტომბერი, საქართველოს სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის 302 აუდიტორიაში.
საკონტაქტო ინფორმაცია: მობ.: 877 939 202
ელ.ფოსტა:
info@am-georgia.com
ვებ-გვერდი: www.am-georgia.com