|
 |
ისტორია
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის
აგრონომიული ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 1921 წელს, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის
სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე
შექმნილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. თავდაპირველად ფაკულტეტი იწოდებოდა
მემინდვრეობის ფაკულტეტად და მასში გარდა ძირითადი პროფილისა შედიოდა ტექნიკური
კულტურების და სოფლის მეურნეობის მექანიზაცის განყოფილებები.
1930 წელს ტექნიკური კულტურების და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის განყოფილებები
გამოიყო ცალკე ავტონომიურ ერთეულებად და ჩამოყალიბდა აგრონომიული ფაკულტეტი.
მე-20 საუკუნის 50-იან წლების დასაწყისში აგრონომიულ ფაკულტეტს შეუერთდა ცალკე
სასწავლო ინსტიტუტად მოქმედი სამხრეთის ინსტიტუტის (,,მავნებლებთან ბრძოლის
სამხრეთის ინსტიტუტი-იუჟინოვი) ბაზაზე შექმნილი მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი.
1952 წლიდან ფაკულტეტი ამზადებს კადრებს აგროქიმია და ნიადაგმცოდნეობის
სპეციალობით, 1961 წლიდან სელექცია-მეთესლეობის სპეციალობით, 1966 წლიდან
აგრომელიორაციის სპეციალობით, 1997 წლიდან საკვებწარმოების სპეციალობით, 2001
წლიდან სამკურნალო მცენარეთა მოვლა მოყვანის სპეციალობით, 2002 წლიდან
აგროეკოლოგიის სპეციალობით, 2005 წლიდან აგრონომიულ ფაკულტეტს შეუერთდა
მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი და მებაღე-მევენახეობის და ყურძნის მოყვანის ტექნოლოგიის
ფაკულტეტიდან ხ/ბ მოყვანისა და მევენახეობის სპეციალობა. 2006 წელს ფაკულტეტზე
გაიხსნა ეკოლოგიური მიწათმოქმედების განყოფილება.
აგრონომიული ფაკულტეტის პირველი დეკანი გახლდათ პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.
აგრონომიულ ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდნენ აგრარული განათლების
მქონე (სხვადასხვა პროფილის) გამოჩენილი ადამიანები: პ. მელიქიშვილი, ა. ბენაშვილი,
ს. ქურდიანი, ს. ამირეჯიბი, ი. ლომოური, ს. ჩოლოყაშვილი, ს. ფილატოვი, ა. როლოვი,
დ. გედევანიშვილი, ლ. დეკაპრელევიჩი, ს. ყანჩაველი, ი. ბათიაშვილი, და მრავალი სხვ.
ამჟამად აგრონომიული ფაკულტეტი დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმით
ამზადებს ფართე პროფილის აგრონომებს, სოფლის მეურნეობის ბაკალავრის და მაგისტრის
კვალიფიკაციით.
აგრონომიული ფაკულტეტზე სწავლება სამსაფეხურიანია: I საფეხური- ბაკალავრიატი, II
საფეხური-მაგისტრატურა, III საფეხური-დოქტორანტურა.
პირველი საფეხური - ბაკალავრიატი (4 წლიანი სწავლება) ემსახურება
ზოგადსაუნივერსიტეტო, ზოგად საფაკულტეტო და სპეციალურ საგნებში თეორიული და
პრაქტიკული ხასიათის განათლების მიღებას. კურსდამთავრებულს ენიჭება აგრონომიის
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოფლის მეურნეობის ბაკალავრის კვალიფიკაციით.
მეორე საფეხური – მაგისტრატურა (2 წლიანი სწავლება) გულისხმობს განსაზღვრულ
სპეციალობაში გაღრმავებული ცოდნის მიღებას, სამეცნიერო და პედაგოგიური
მუშაობისათვის თეორიულ მომზადებას, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთარებულს
ენიჭება აგრონომიაში მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სოფლის მეურნეობის მაგისტრის
კვალიფიკაციით და კონკრეტული ქვესპეციალობის მითითებით.
მესამე საფეხურია დოქტორანტურა (3 წლიანი სწავლება). დოქტორანტურაში ჩაირიცხებიან
ის კურსდამთავრებულები, რომლებაც გამოამჟღავნეს მაღალი თეორიული მომზადება და
მეცნიერული კვლევის უნარი. დოქტორანტი ამუშავებს შრომას შესაბამისი სპეციალობის
მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
აგრონომიული ფაკულტეტი ამჟამად ამზადებს 9 სპეციალობის ბაკალავრებს და 10
სპეციალობის მაგისტრებს: აგროტექნოლოგიის, საკვებწარმოების ტექნოლოგიის,
აგროეკოლოგიის, მცენარეთა დაცვის, აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთა
სელექცია-გენეტიკის, სამკურნალო მცენარეების მოვლა მოყვანის, ხილ-ბოსტნეულისა და
ყურძნის მოყვანის, მეაბრეშუმეობის, ეკოლოგიური მიწათმოქედების (მაგისტრატურა)
სპეციალობით.
აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენთა მომზადებას ემსახურება 2 დეპარტამენტი:
აგროეკოლოგიისა და აგროტექნოლოგიის მასში შემავალი შემდეგი განყოფილებებით:
ნიადაგმცოდნეობა-აგროქიმიია; მიწათმოქმედება; აგროეკოლოგია; მემცენარეობა;
მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა; გენეტიკა, სელექცია, მეაბრეშუმეობა;
მცენარეთა დაცვა; საკვებწარმოება, ეკოლოგიური მიწათმოქმედება და ბუნების დაცვა.
სტუდენტთა აღზრდას ემსახურება: 8 სრული პროფესორი, 18 ასოცირებული პროფესორი, 9
ასისტენტ პროფესორი, 8 უფროსი მასწავლებელი.
აგრონომიულ ფაკულტეტზე სწავლობს 736 ბაკალავრი, 57 მაგისტრი, 13 დოქტორანტი.
აგრონომიულ ფაკულტეტს აქვს სასწავლო-საცდელი, ექსპერიმენტული ბაზები და ნაკვეთები:
სასწავლო-საცდელ მეურნეობა ,,მუხრანში” (მცხეთის რაიონი სოფ. მუხრანი), ინსტუტუტის
მიმდებარე ტერიტორიაზე (დიდი დიღომი) დედოფლისწყაროში, ქუთაისის მეაბრეშუმეობის
ზონალური საცდელი საგურის ბაზაზე.
აგრონომიული ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც კავკასიის მეაბრეშუმეობის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1930). იგი საქართველოს სახელმწიფო სასოფლო
სამეურნეო უნივრესიტეტის დაქვემდებარებაში შევიდა 1959 წლიდან, ჯერ მეაბრეშუმეობის
სასწავლო-კვლევითი ფაკულტეტის, ხოლო 1992 წლიდან მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი
ინსტიტუტის სახელწოდებით.
მეაბრეშუმეობის კურსის ოფიციალური სწავლება დაწყებული იქნა 1925 წელს, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, ხოლო 1927 წლიდან ჩამოყალიბდა
მეაბრეშუმეობის კათედრა.
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი
ფუნქციონირებდა 1930 წლიდან.
ამჟამად მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტშიმუშაობა მიმდინარეობს
შემდეგი მიმართულებით: მეთუთეობა, თუთის სელექცია და ბიოქიმია, მეაბრეშუმეობა და
აბრეშუმის ტექნოლოგია, თუთის აბრეშუმხვევიას სელექცია-გრენაჟი, თუთისა და თუთის
აბრეშუმხვევიას დაავადებები, მეაბრეშუმეობის მექანიზაცია და ეკონომიკა, გენეტიკა და
სელექცია. ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალური საცდელი
სადგური, რომელიც დაარსდა 1916 წელს.
|
 |


|