2008 წლის 3 აპრილს
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო
სასოფლო-სამეურნეო კვლევების საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR)
ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ბონის უნივერსიტეტის
პროფესორმა ქრისტოფერ მარტიუსმა სემინარი წაიკითხა. პროგრამიის ძირითადი
მიმართულებებისა და მიზნის მიმოხილვის შემდეგ პროფესორმა პროგრამის ფარგლებში
ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში თანამშრომლობის ათი წელი შეაფასა. სამომავლოდ
გეგმება პარტნიორი ქვეყნების აგრარულ უნივერსიტეტებთან, მათ შორის საქართველოს
სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-პრაქტიკული
თანამშრომლობის გაღრმავება.