“ვამტკიცებ”
საქართველოს სახელმწიფო
სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის
რექტორი --------------------------------------
სრული პროფ. გ. ჯავახიშვილი
“--------“ ---------------“ 2007 წელი


საქართველოს სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს

წ ე ს დ ე ბ ა


თბილისი, 2007 წელი
განხილულია და დამტკიცებულია
საქართველოს სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს მიერ,
სხდომის ოქმი #
თებერვალი , 2007 წელი

 


ზოგადი დებულებები
1. სსიპ საქართველოს სახელწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო (შემდეგში - აკადემიური საბჭო) არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, სასწავლო გეგმების და პროგრამების, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამების შექმნას და რეალიზაციას;
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა მხოლოდ პროფესორი, გარდა ასისტენტ პროფესორისა;
3. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითად საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას;
4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
5. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;
6. აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
7. აკადემიური საბჭოს წესდება განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა საბჭოს ყველა წევრისათვის;
8. აკადემიური საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის წესდებით, აკადემიური საბჭო წყვეტს დადგენილებით;



თავი I
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. საქართველოს სახელწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) განიხილავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭოს სამუშაო გეგმას;
გ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს აკადემიური საბჭოს თავჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის წესით შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს საქართველოს სახელწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა უმაღლეს სასწავლებლების მიერ მინიჭებულ აკადემიური ხარისხების ცნობის წესს;
ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ო) წლიურ ანგარიშებს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის მინიჭების შესახებ;
ჟ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ემერიტუს პროფესორის წოდების მინიჭების შესახებ;
რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ს) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერ-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ტ) შეიმუშავებს და ამტკიცებს არჩევნების ჩატარების დებულებას და საარჩევნო ბიულეტენის ფორმას;
უ) ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
ფ) აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;
3. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა.

თავი II
აკადემიური საბჭოს სამდივნოს ადგილმდებარეობა

აკადემიური საბჭოს სამდივნოს ადგილმდებარეობაა საქართველოს სახელწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დიღმის სასწავლო კორპუსი (თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-13 კმ.);

თავი III
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან აკადემიური საბჭოს წევრები, ხოლო საბჭოს თავმჯდომარეობს რექტორი;
2. აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობა განისაზღვრება 14 წევრით. თითოეულ ფაკულტეტს ყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი – 2 წევრი;
3. აკადემიური საბჭო ირჩევა 4 წლის ვადით; აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე წილისყრით ვლინდება საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი;
4. აკადემიური საბჭოს წევრების უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილ შემთხვევებში;

თავი IV
აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს მდივანი, რომელსაც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს აკადემიური საბჭო ღია კენჭისყრით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
2. აკადემიური საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურეობას;
3. აკადემიური საბჭოს წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საბჭო თავისი წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიებს. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
4. აკადემიური საბჭო საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს/ექსპერტებს.

თავი V
აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი

1. აკადემიური საბჭოს სხდომები:
1.1. აკადემიურ საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს სახელწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორი. თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით ავალებს საბჭოს ერთ-ერთ წევრს სხდომის ხელმძღვანელობას;
1.2. აკადემიური საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 მოთხოვნით შეუძლია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა;
1.3. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის მიმდინარეობის დროს გააკეთოს განაცხადი სხდომის მიმდინარეობის შეწყვეტის ან შესვენების შესახებ;
1.4. თავმჯდომარეს შეუძლია სხდომის მიმდინარეობა შეაჩეროს გარკვეული დროით ან საერთოდ შეწყვიტოს თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იმ დროისათვის აქტუალური აღარ არის ან ამოწურულია;
1.5. განსახილველი საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე აკადემიური საბჭოს გამსვლელი სხდომების ჩატარება შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კრწანისის სასწავლო კორპუსში ( ქ. თბილისი, კრწანისი);

2. დღის წესრიგი:
2.1. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით მდივანი ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც ერთი კვირით ადრე გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს;
2.2. აკადემიური საბჭოს წევრი უფლებამოსილია დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს დამატებით განსახილველი საკითხი, რის შესახებაც მდივანს უნდა აცნობოს სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 დღისა;
2.3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით;

3. ხმის მიცემა:
3.1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა. სხვა შემთხვევაში კენჭისყრა არის ღია;
3.2. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ბიულეტენის საშუალებით;
3.3. ბიულეტენი ბათილად ითვლება, თუ დარღვეულია თავი I, ქვეთავი 1-ის „ტ“ პუნქტით გათვალისწინებული ბიულეტენის შევსების წესი.
3.4. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრების უმრავლესობა.

5. სხდომის ოქმის წარმოება:
5.1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმი იწარმოება მდივნის მიერ. სხდომის მიმდინარეობისას კეთდება სტენოგრამა; სტენოგრამის ჩანაწერი მდივნის მიერ ინახება ოქმთან ერთად;
5.2. ოქმი მოიცავს:
- სხდომის თარიღს და ადგილს;
- სხდომის წევრების და მოწვეულ პირთა სიას;
- დღის წესრიგს;
- სიტყვით გამომსვლელთა ტექსტს;
- საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს და შესაბამის პასუხებს;
- მიღებულ გადაწყვეტილებებს;
5.3. განსახილველ საკითხზე წერილობითი განმარტებები გადაეცემა მდივანს ოქმის დანართის მიზნით;
5.4. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე ხელს აწერენ აკადემიური საბჭოს წევრები;

6. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი:
6.1. აკადემიური საბჭოს წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის უფლება აქვს საბჭოს წევრს. ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის მიერ;

7. აკადემიური საბჭოს წესდების ძალაში შესვლა:
7.1. საქართველოს სახელწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წესდება ძალაში შედის უნივერსიტეტის რექტორის მიერ წესდების დამტკიცების დღიდან.