ახალი
პროექტებით
ახალი
ცხოვრებისკენ
სადისტრიბუციო-სარეკლამო
კომპანია
„არტი-ჯგუფის“
ახალი
პროექტების
რეგულარულად
შემუშავების
მიზნით
ჩატარებულ
კონკურსებში
უმაღლესი
სასწავლებლების
დამამთავრებელი
კურსის
სტუდენტებს
საკუთარი
ძალების
გამოვლენის
შანსი
ეძლევათ.
ერთ-ერთ
ასეთ
კონკურსში
გამარჯვებულთა
დაჯილდოვება
8
თებერვალს
შედგა.
კონკურსში
თბილისის
ექვსი
უმაღლესი
სასწავლებლის,
მათ
შორის
სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის
სტუდენტებიც
იღებდნენ
მონაწილეობას.
დაჯილდოვებას
საკმაოდ
რთული
მოსამზადებელი
ეტაპი
უძღოდა
წინ:
ტესტური,
სადაც
მონაწილეთა
საერთო
დონე
ვლინდებოდა;
მეორე
ეტაპს
ინდივიდუალური
პროექტების
შექმნა
წარმოადგენდა,
რომელიც
5
საათში
უნდა
დასრულებულიყო
იდეის
დონეზე.
ხოლო
მესამე
გადამწყვეტი
ეტაპი
იყო
სერიოზული
ბიზნეს-გეგმის
პრეზენტაცია,
სადაც
თითოეული
დეტალი
უნდა
ყოფილიყო
გათვლილი
და
დასაბუთებული.
ამის
შემდეგ,
სტუდენტებს
საშუალება
მიეცათ
შეხვედროდნენ
კომპანიის
კვალიფიციურ
მენეჯერებს.
სსსსუ-დან
კონკურსში
მონაწილეობის
მსურველი
ბევრი
იყო,
თუმცა
მეორე
ტური
მხოლოდ
ოთხმა
მათგანმა
გადალახა.
რაც
შეეხება
გამარჯვებულებს,
ისინი
აგროსაინჟინრო
ფაკულტეტის
სტუდენტი
ნანა
კავთელაძე
და
ეკონომიკური
ფაკულტეტის
სტუდენტი
რატი
მუსერიძე
არიან.
ნანა
კავთელაძე
სტიპენდიანტი
გახდა
(9
თვის
მანძილზე
200ლარის
ოდენობით),
ხოლო
რატი
მუსერიძეს
კომპანიასთან
ერთწლიანი
უფასო
მოსამზადებელი
ტრენინგების
გავლის
საშუალება
მიეცა.
კონკურსში
გამარჯვებულთა
დასაქმება
მათი
ინდივიდუალური
დონის
გათვალისწინებით
ეტაპობრივად
მოხდება.