|
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი
რ ე ქ ტ ო რ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
თბილისი
# 02-01/76 05.12.2007 წ.
კრწანისის ბიბილოთეკის გადმობაზირებისა და ბიბლიოთეკის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საშტატო ერთეულების დასაკავებლად კანდიდატების გამოვლენის მიზნით ჩატარდეს კონკურსი;
2. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია და კომისიის სამდივნო;
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაცია. კომისიის სამდივნომ უზრუნველყოს კანდიდატთა განცხადებების მიღება 2007 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.
4. კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად:
ა) კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდეს თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობა საკნკურსო და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და დადებითი შეფასების მქონე კანდიდატს მიეცეს კონკურსის მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება;
ბ) კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკით ჩატარდეს გასაუბრება, რომლითაც ფასდება კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
5. რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიქმნას საპრეტენზიო კომისია. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
6. დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს (თ.კუპრავიშვილი), უზრუნველყოს ამ ბრძანების და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის საჯარო გაცნობისათვის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი
სრული პროფესორი
გელა ჯავახიშვილი