საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი

                                  რ ე ქ ტ ო რ ი ს    ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
                                                თბილისი

# 02-01/75 05.12.2007 წ.


1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს:


ბიბლიოთეკის თანამშრომელთა კონკურსის ჩატარების წესი

$ 1. კონკურსის მიზანი

1. კონკურსის მიზანია ბიბლიოთეკის ვაკანტურ თაბამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა.
2. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. კომისიის ფუნქციაა კონკურსანტის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შედარება და დასკვნის წარდგენა.

$ 2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

1. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები;
2. კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სსსსუ-ს რექტორი .


$ 3. კომისიის სამდივნო

1. კომისიის სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის წარმართვა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და სრულყოფილი დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა;
2. კომისიის სამდივნო უზრნულველყოფს კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლენილ კონკურსანტთა ინფორმირებას და მოწვევას ზეპირ გასაუბრებაზე;
3. კომისიის მდივანი ადგენს ზეპირი გასაუბრების სხდომის ოქმს.

$ 4. კომისიის სხდომა

1. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
2. ბიბლიოთეკის თანმშრომელთა შერჩევას ანხორციელებს საკონკურსო კომისია. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შერჩევა
ხორციელდება საკონკურსო კომისიის სხდომაზე.

$ 5. კონკურსის შეფასება

1. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად, მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც წარმატებით გადალახავს კონკურსის წინა ეტაპს.
2. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთების შემოწმებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

$ 6. საბუთების შემოწმება

ა. კონკურსის პირველ ეტაპზე საკოკურსო კომისია ადგენს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან.
ბ. პირველ პუნქტში მითითებული შემოწმების შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე კონკურსანტი კარგავს კონკურსის მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლებას და ეთიშება კონკურს.

$ 7. გასაუბრება

კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია გასაუბრების გზით ადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას;




$ 8. კომისიის მიერ გადაწყვვეტილების მიღების წესი

1. საკონკურსო კომისია კანდიდატების საბუთების შემოწმების და გასაუბრების შემდეგ იმსჯელებს და გამოიტანს გადაწყვეტილებას.
2. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებით, მის მიერ კონკურსის თითოეული საფეხურის გავლისას მიღებული შედეგების გათვალისწინებით.


$ 9. დავები კონკურსთან დაკავშირებთ

1. დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
2. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების განხილვის მიზნით იქმნება სააპელაციო კომისია.
3. სააპელაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ამ დოკუმენტის 6 და 7 პარაგრაფებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადამოწმების საფუძველზე.
4. საკონკურსო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნივერსიტეტის ადამინური რესურსების მართვის სამსახური წარუდგენს რექტორს ბრძანების პროექტს კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

შენიშვნა: ბიბლიოთეკის დირექტორს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად ირჩევს აკადემიური საბჭო. კომისიის სამდივნო დირექტორობის კანდიდატების განცხადების მიღების და მათი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.


2. დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს თ. კუპრავიშვილს უზრუნველყოს ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება;
3. საკონკურსო კომისიამ იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული კონკურსის ჩატარების წესით;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.







რექტორი
სრული პროფესორი
გელა ჯავახიშვილი





იურისკონსულტი
ლ. ჩხეტიანი