პროფესორ ბლუმის ვიზიტი

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს სტუმრად ვენის ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვინფრიდ ბლუმი ეწვია. იგი დაახლოებით 450 სამეცნიერო ნაშრომისა (9 ენაზე) და 17-მდე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრია, უკანასკნელი 28 წლის მანძილზე კი ვენის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტში მუშაობს,1997 წლიდან ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო წევრია. რაც შეეხება მისი ამჟამინდელი ჩამოსვლის მიზანს, იგი ბატონ თენგიზ ურუშაძის გუნდთან, ახალ გრანდთან თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც კავკასიისა და საქართველოს ახალ ნიადაგებთან – ე.წ. ანდოსოლებსა და მასთან დაკავშირებული საკითხების სამომავლო პერსპექტივებს ეხება, როგორიცაა სტუდენტების და მკვლევარების გაცვლა.
პროფესორი ბლუმი თვლის, რომ მიუხედავად ხანმოკლე ვადისა, მისი ვიზიტი წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მისთვის საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორთან სრულ პროფესორ გელა ჯავახიშვილთან შეხვედრა იყო. შემდეგ სტუმარი ანდოსოლებზე მომუშავე გუნდს შეხვდა, წაიკითხა ლექციები აღნიშნული ნიადაგების შესახებ. იგი მიესალმება სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორის ახალ ინიციატივას, რათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა თბილისში ჩამოსვლისას წაიკითხონ ლექცია როგორც სტუდენტებისათვის, ისე პროფესორ -მასწავლებლებისათვის.