|
ხელმოწერილია ახალი ხელშეკრულება უნივერსიტეტებს შორის
თანამშრომლობის შესახებ
2007
წლის
18 სექტემბერს
ჩვენი
უნივერსიტეტის
რექტორმა
პროფ.
გელა
ჯავახიშვილმა
და
ავსტრიის
ბუნებრივი
რესურსებისა
და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა
უნივერსიტეტის
რექტორმა
პროფ.
ჰ.
დიურსტეინმა
ხელი
მოაწერეს
ხელშეკრულებას
აღნიშნულ
უნივერსიტეტებს
შორის
თანამშრომლობის
შესახებ.
ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ ვენის აგრარული უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი, პროფ. მარტინ გერზაბეკი და ვენის აგრარული უნივერსიტეტის ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის დირექტორი, ევროპის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი, ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფ. ვინფრიდ ბლიუმი.
ხელმოწერის აქტს დაესწრნენ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, პროფ. თ. ურუშაძე, რექტორის მოადგილე, პროფ. გ. გაგოშიძე, ფაკულტეტის დეკანები, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგე ნ. თედეევა, უნივერსიტეტის თანამშრომლები, ჟურნალისტები.
ამ
ხელშეკრულების
საფუძველზე,
ჩვენს
უნივერსიტეტებს
შორის
გაღრმავდება
ურთიერთობები,
განხორციელდება
გაცვლითი
პროგრამები
სწავლასა
და
კვლევით
საქმიანობაში,
იწარმოებს
უახლესი
ინფორმაციის
გაცვლა.
ორივე
უნივერსიტეტი
იღებს
ვალდებულებას
ყოველწლიურად
შეხვდნენ
ერთმანეთს,
შეაფასონ
გაწეული
მუშაობა
და
დასახონ
სამომავლო
ერთობლივი
პროექტები.
ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით, ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, მისი გაგრძელების პირობით.