| თვითმმართველობა | აკადემიური ცხოვრება | კულტურული ცხოვრება | სპორტი | პრაქტიკა |

გვერდი
ჩვენს შესახებ
ადმინისტრაცია
ხარისხი
ფაკულტეტები
სტუდენტები
მეცნიერული მუშაობა
უცხოეთთან კავშირი
აბიტურიენტები
კურს. დამთავრ.
საზოგადოებასთან ურთ.
გაზეთი მამული
პუბლიკაციები
დისტანციური სწავლება
ბიბლიოთეკა
სარჩევი

 

სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტური თვიმმართვლობის პრეზიდენტის არჩევნები

23.05.2008

ახალმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ 23 მაისს ახალი პრეზიდენტი, მაგრამ ძველი სახე აირჩია.
კენჭისყრამდე ცსკ-ს თავმჯდომარემ ნინო კაჭარავამ დელეგატებს 19 მაისის არჩევნების შედეგები გააცნო და პრეზიდენტის კანდიდატურა, რომელიც მხოლოდ ერთი იყო, წამოაყენა. მიხეილ ბედოიძემ და ანა ბუცხრიკიძემ მათ მიერ მომზადებული ფოტოკოლაჟის პრეზენტაცია მოაწყვეს, სადაც ერთიანი სტუდენტური მოძრაობის ორწლიანი მუშაობა იყო ასახული. ემოციური ჩვენების შემდეგ დელეგატებმა ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს თვითმმართველობის პრეზიდენტად ნინო შეწირული.
 


სტუდენტური თვიმმართველობის არჩევნები ფაკულტეტბის მიხედვით

19.05.2008.
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მორიგი არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები დილის 10 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა საღამოს 18 საათზე შეწყდა და ხმების დათვლა დაიწყო. მეორე დღეს ცსკ-მ შედეგები გამოაქვეყნა.
სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის გარდა, ყველა ფაკულტეტზე თითო კანდიდატი იყო წარდგენილი, რომლებიც გავიდნენ ხმის შემდეგი რაოდენობით:
ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 164 ხმით გავიდა ქეთევან ინაური
აგროსაინჟინრო ფაკულტეტზე 51 ხმით ნინო ამბროლაძე
აგრონომიულ ფაკულტეტზე 115 ხმით ვახტანგ ყოლბაია
ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე 137 ხმით ხატია ხუბაშვილი
ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე 129 ხმით ნათია ზაალიშვილი
სავეტერინარო-მედიცინის ფაკულტეტზე 121 ხმით გიორგი კალანდაძე
ნამდვილი საარჩევნო ბრძოლა სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ორი კანდიდატი სოფო პეტრიაშვილი და მირიან ნოზაძე უპირისპირდებოდნენ, ამ უკანასკნელმა მხოლოდ ერთი ხმით წააგო 141-დან 70 ხმა მიიღო.
ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა, არჩევნების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცსკ-ს წარმომადგენლები: გიორგი ნაცვლიშვილი, იმედა ნოზაძე, დავით ტუღუში, ასევე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართელობის ახლად არჩული პრეზიდენტი გიორგი შამათავა და თვითმმართველობის 10 წარმომადგენელი. მათი შეფასებით, არჩევნები ობიექტურად და მშვიდ გარემოში ჩატარდა.

 

 


სტუდენტური თვითმმრთველობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები


სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმულნი საპრეზიდენტო პროგრამაში “პატრიოტი”. საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკებში დაახლოებით 1000-მა სტუდენტმა შეძლო დასვენება, საიდანაც 15 ლიდერად დასაქმდა.

 


2007 წლის 18 მაისს სტუდენტურმა თვითმმართველობამ სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად კლუბ “მეიდანში” ახალგაზრდული საღამო გამართა, სადაც სსსსუ-ს სტუდენტებთან ერთად სხვა უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობის ლიდერები იყვნენ სტუმრად მოწვეულნი.
 




2007 წლის 20 ივნისს სტუდენტურმა თვითმმართველობამ წარჩინებული პირველკურსელებისთვის ექსკურსია მოაწყო. 130-მა სტუდენტმა დეკანებთან ერთად დავითგარეჯის კომპლექსი და მარტყოფი მოინახულეს.

 


23.04.2007 სტუდენტური წვლილი შენებისთვის

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურმა თვითმმართველობებმა ერთობლივი საქველმოქმედო აქციები წამოიწყეს. მათი ინიციატივით მოწყობილი კონცერტებიდან შემოსული თანხა ქობულეთის რაიონში, სოფელ ოჩხამურში ეკლესიის აღდგენას უნდა მოხმარდეს. პირველი კონცერტი 23 აპრილს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კრწანისის სასწავლო კორპუსის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა მომღერლები, ზოგი უცნობი და ზოგიც ნაცნობი სახე.
კონცერტის დასაწყისში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თანხის შეგროვების შემდეგ, სტუდენტები აუცილებლად ჩავლენ სოფელ ოჩხამურში და თითო აგურს დადებენ ეკლესიის მშენებლობაში.
რექტორის მოადგილემ პროფ. გია გაგოშიძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ასეთი მადლიანი საქმის წამოწყებისათვის და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან მსგავს ინიციატივებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის მიესალმება.
კონცერტის მსვლელობისას სტუდენტებს ტელეფონით შეეხმიანა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი რექტორი პროფ. გელა ჯავახიშვილი და მხარდაჭერა გამოხატა.
საღამოს წამყვანის, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, მამუკა ლომაშვილის სხარტი იუმორის წყალობით, აკადემიურ კონცერტს უფრო უშუალო სახე მიეცა და დარბაზიც გამხიარუდა; დარბაზიდან წამოსულ რეპლიკებს პრეზიდენტისეული იუმორითა და ხმით პასუხობდა და შესაბამისადაც ხუმრობდა.
ეს აქცია-კონცერტები მაისის თვეში სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაგრძელდება.
 


2007 წელს აპრილის თვეში სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ავჭალის ინვალიდ ბავშვთა სახლს `გაზაფხულს ეწვივნენ და საჩუქრად პროდუქტი და თეთრეული გადასცეს, რომლის შესაძენი თანხაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტური ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გაიღო. ინვალიდთა სახლში მისულ სტუდენტებს დახვდნენ სახლის ხელმძღვანელი და ექიმი თემურ მაისურაძე, მომვლელი პერსონალი და თხუთმეტი ბავშვი, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა თამაზ გუნიავას ხელმძღვანელობით ერთსაათიანი კონცერტი გაუმართა. როგორც სტუდენტური თვითმმარ-თველობის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო კაჭარავამ განაცხადა: ეს აქცია ერთჯერადი არ ყოფილა, ისინი არა ერთხელ მისულან ავჭალის ინვალიდ ბავშვთა სახლში და გარკვეული ღონისძიებებით მათი მხარდაჭერა გამოუხატავთ.
 


2007 წლის მარტის თვის დასაწყისში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა დროშების ფრიალითა და გაბმული სიგნალებით, ასევე ქუჩებში დანთებული ცეცხლით, რომელსაც "მშვიდობის კოცონი" უწოდეს, აფხაზების მიერ დატყვევებული სამი ქართველი სტუდენტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. აქციას, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტიც იღებდა მონაწილეობას, სსსსუ-ს რექტორი სრული პროფესორი გელა ჯავახიშვილი შეუერთდა და თანადგომა გამოუცხადა სტუდენტებს. დავით აღმაშენებლის ძეგლთან დანთებულმა კოცონმა 19მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლა, მაგრამ, ამჯერად, ეს კოცონი ქართველმა მუსიკოსებმა"დაანთეს". აქცია, დევიზით: "თავისუფლება ქართველ სტუდენტებს", შუადღის სამ საათზე დაიწყო. ნიაზ დიასამიძის, ბაკურ ბურდულის, ზუმბას, ლადო ბურდულის, ჯგუფ "სტრინგის", "ლიმონათის", "небо ссср"და "never land"-ის მუსიკამ სტუდენტებს დაატოვებინა აუდიტორიები და ეზოში გადმოინაცვლეს.
მუსიკალური აქცია, რომელიც ქ.თბილისის მერიისა დაუმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეოუნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების ინიციატივით მოეწყო, რამდენიმე საათს გაგრძელდა.


2006 წლის 6 ნოემბერს სტუდენტურმა თვითმმართველობამ კლუბ “ბერიკონში” გამართა სდუდენტური საღამო. პროგრამულ ნაწილს, რომელშიც მონაწილეობდნენ მხიარულთა და საზრიანთა გუნდი, შოუბალეტი “დიქსი”, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ესპანელი სტუმარი სსსსუ-ს საპატიო დოქტორი ჯაიმს ბეჩი ესწრებოდნენ. მეორე არაოფიციალური ნაწილი,რომელიც შუაღამემდე გაგრძელდა, “ტამტამ-შოუს” და კლუბურ მუსიკას დაეთმო.

 


2006 წლის 16 ივლისს ქ. ბათუმში დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორადუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის, საქართევლოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თავართქილაძის სახელობის თბილისის ეკონომიკურ ურთერთობათა უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის.
 

 დებულება
სტრუქტურა
უმაღლესი განათლების შესახებ საქ.კანონის მუხლი #45