გვერდი
ჩვენს შესახებ
უნივერსიტეტის წესდება
სტრატეგიული გეგმა
აკადემიური პერსონალი
სტრუქტურა
ადმინისტრაცია
ხარისხი
ფაკულტეტები
სტუდენტები
მეცნიერული მუშაობა
უცხოეთთან კავშირი
აბიტურიენტები
კურს. დამთავრ.
საზოგადოებასთან ურთ.
გაზეთი მამული
პუბლიკაციები
დისტანციური სწავლება
ბიბლიოთეკა
სარჩევი

 

უცხოური ენების ცენტრი


საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ენებისა და ტერმინოლოგიის საფუძვლების კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ენების შემსწავლელი ცენტრი. ენების ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გილაური.
ცენტრში დასაქმებული არიან მაღალკვალიფიციური უცხოეთში სტაჟირებული სპეციალისტები : ოლიკო ჟორჟოლიანი (პედ. მეც. დოქ. ინგლისური ენა), თამთა ფიფია (ინგლისური ენა), მანანა ინასარიძე (რუსული ენა), ლოლიტა თაბუაშვილი (ფრანგული ენა), მაია ნოდია (გერმანული ენა), მილა დავარაშვილი (გერმანული ენა), ნანული მეიშვილი (ლათინური ენა). ცენტრს ჰყავს კონსულტანტი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცისანა გიგაური. ცენტრში მოწვეული არიან ასევე პედაგოგები საათობრივ ანაზღაურებაზე.
ენების შემსწავლელ ცენტრში ისწავლება შემდეგი უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და აგრეთვე ლათინური.

ცენტრი ემსახურება სსსსუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, მაგისტრს და დოქტორანტს, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომელთაც ესაჭიროებათ ენის ცოდნის ამაღლება.

ენების სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით და სახელმძღვანელოებით.
ცენტრი უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს. სწავლება წარმოებს დონეების მიხედვით აუდიო და ვიდეო საშუალებებით. ენების შემსწავლელი ცენტრი მუშაობს ტერმინოლოგიური ლექსიკონების და დამხმარე სახელმძღვანელოების შედგენაზე სპეციალობების მიხედვით.
ცენტრის პედაგოგები ეწევიან მთარგმნელობით მუშაობას. ენების შემსწავლელი ცენტრი აქტიურად მონაწილეობს საუნივერსიტეტო საქმიანობაში.





ჩვენი საკონტაქტო მისამართია:
თბილისი, 0131
დავით აღმაშენებლის ხევანი, მე-13 კმ.
მეორე სართული, ოთახი 250
ტელ : 899473306
ელ. ფოსტა ltabuashvili@yahoo.fr
web-site ; www.gsau.edu.ge


 

 


<<დებულება>>
 

<<ისტორია>>

<<საერთო სარეკომენდაციო დონეები>>