|
პრაქტიკა
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკა
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში სწავლების ორივე საფეხურზე
მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება სწავლების მთლიანი პროცესის
განუყოფელი ნაწილია.
პრაქტიკის ძირითადი დანიშნულებაა პროფესიული ჩვევების გამომუშავებისა და
მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით წარმოების პირობებში სწავლების
გაგრძელება.
სწავლების I საფეხურზე _ ბაკალავრიატში _ დანერგილია პრაქტიკის ორი ფორმა: სასწავლო
და საწარმოო. სწავლების II საფეხურზე _ მაგისტრატურაში _ პრაქტიკის ფორმებია:
პროფესიული, სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური.
პრაქტიკები იწყება ბაკალავრიატის I კურსის დამთავრებისთანავე და გრძელდება
სწავლების მთლიანი პროცესის დასრულებამდე.
ბაკალავრიატში სასწავლო პრაქტიკის მიზანს შეადგენს სტუდენტის მიერ ცალკეულ
დისციპლინებში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება, პრაქტიკული
ჩვევების გამომუშავება.
სასწავლო პრაქტიკა ტარდება სასწავლო-ექსპერიმენტალურ ბაზებზე, დარგობრივ
ლაბორატორიებში, დენდროპარკში და სხვა ობიექტებზე აკადემიური ჯგუფების მიხედვით,
შესაბამისი ფაკულტეტების და დეპარტამენტების საგნის პედაგოგის ხელმძღვანელობით.
სასწავლო პრაქტიკის პერიოდში სტუდენტი ავსებს დღიურს, რომელშიც შეაქვს ცნობები
ყოველდღიური მუშაობის შესახებ. დღიურს ამოწმებს ხელმძღვანელი პედაგოგი. პრაქტიკის
დამთავრების შემდეგ სტუდენტი იღებს პედაგოგის შეფასებას; შედეგები ბარდება დეკანატს
და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (სპმს).
ბაკალავრიატის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკა მიზნად ისახავს სპეციალობაში ს/მ
წარმოების მუშაობის ღრმა ანალიზის საფუძველზე სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის
განმტკიცებას; საწარმოო და საორგანიზაციო პროცესების მართვის ჩვევებისა და შრომის
მოწინავე მეთოდების ათვისებას; სპეციალობის პროფილიდან გამომდინარე უნდა შეითვისოს
პროდუქციის მოყვანის ტექნოლოგია, პროდუქციის ხარისხის კონტროლი, სასელექციო
მუშაობის მეთოდები და ტექნიკა, წარმოების ეკონომიკა, ორგანიზაცია, დაგეგმვა, მართვა
(მენეჯმენტი).
საწარმოო პრაქტიკის გასავლელად სტუდენტი იგზავნება ს/მ ობიექტებზე, კერძო
სტრუქტურებში, სახელმწიფო ორგანიზაციებში და ა.შ. საწარმოო პრაქტიკაზე შეიძლება
გაგზავნილ იქნას სტუდენტთა ჯგუფი ან ცალკეული სტუდენტი.
საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელებად ინიშნებიან უნივერსიტეტის პედაგოგი და
გამოცდილი სპეციალისტი პრაქტიკის ობიექტიდან.
სტუდენტი-პრაქტიკანტი აწარმოებს დღიურს, რომელშიც აისახება ყოველდღიური მუშაობის
შედეგები; ანგარიშს, რომელშიც შეიტანება ძირითადი საწარმოო მაჩვენებლები,
ტექნოლოგიური პროცესები, გრაფიკები, ჩანახატები და სხვა.
მაგისტრანტები პედაგოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და მათი რეალიზაციის
მიზნით გადიან პედაგოგიურ პრაქტიკას, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისი
დეპარტამენტის პედაგოგი. მაგისტრანტი უშუალოდ ატარებს ჯგუფში ორკვირიან
ლაბორატორიულ-პრაქტიკულ და სემინარულ მეცადინეობას. პროფესიული, სამეცნიერო
კვლევითი პრაქტიკა მაგისტრანტ სტუდენტებს გამოუმუშავებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს და
მათი განხორციელების საშუალებას; აგრეთვე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებისათვის
პრობლემური საკითხის დამოუკიდებლად დასმას და მათი გადაჭრის გზებს, რომელთა
შედეგებიც აისახება სამაგისტრო ნაშრომში.
პროფესიული, სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიშების დაცვა
დადგენილ ვადებში ტარდება მაპროფილებელ დეპარტამენტებსა და ფაკულტეტებზე კომისიის
წინაშე. შეფასების შედეგები წარედგინება დეკანატს და სპმს.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში პრაქტიკის ობიექტების მოძიება დღესდღეობით
გართულებულია. ის ძირითადში ხორციელდება პირადი კონტაქტების საფუძველზე. ამასთან
მაქსიმალურადაა გამოყენებული სსსსუ-ს მოქმედი ობიექტები: კრწანისის სასწავლო-ექპერიმენტალური
ბაზა, უნივერსიტეტის სასწავლო-საცდელი ბაზა, მუხრანის
სასწავლო-საცდელი ბაზა, სავეტერინარო კლინიკა, დენდროპარკი და სხვა; გარდა ამისა
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები: მიწათმოქმედების,
ნიადაგმცოდნეობის, მევენახეობის, აგრარული ეკონომიკის, ს.მ მექანიზაციის და
ელექტრიფიკაციის, მცენარეთა დაცვის, სამთო მეტყევეობის, რადიობიოლოგიის,
ჰიდრომეტეოროლოგიის და ა.შ.; ვეტ. ლაბორატორია, ზოოლოგიური პარკი, კინოლოგიური
კლუბი, საკოლმეურნეო ბაზრები; ქარხნები: ს.ს. ავტოშემკეთებელი, ელექტრო-ვაგონ
შემკეთებელი, საკონსერვო, ღვინის, ლუდის, ლიმონათის, პურის; სატყეო მეურნეობები,
რაიონული გამგეობების გამწვანების სამმართველოები; ნავთობტერმინალი
"ოილტრანსი"; კერძო
სტრუქტურები: "ბორჯომი",
"ნიკორა",
"სანდო", `ბავარიული საყასბო~,
"სოფლის ნობათი",
პორტ.როუსტ ,,ჯორჯია” და ა.შ.
|