![]() |
| სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა |
(ტესტური რეჟიმი) |
სტუდენტს, რომელიც დაშვებულია სისტემაში, ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეუძლია შევიდეს სსაუ-ს ინტერნეტ გვერდზე: http://www.gsau.edu.ge საკუთარი სახელის, გვარისა და პაროლის მითითებით. სტუდენტი პაროლს იღებს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს. პაროლის აღსადგენად სტუდენტს შეუძლია მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. კომპიუტერით სარგებლობა შესაძლებელია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კომპიუტერულ ცენტრსა და კომპიუტერულ კლასებში ასევე ფაკულტეტის დეკანატებში და დეპარტამენტებში. სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში შეიძლება შემდეგი მომსახურებით სარგებლობა: სტუდენტს შეუძლია ნახოს მის მიერ არჩეული საგნები, მიღებული შეფასებები და დაგროვილი კრედიტები. სტუდენტი ეცნობება, რას არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ არჩეული დისციპლინების კრედიტების ჯამი და წარედგინება საგნების ჩამონათვალი, საიდანაც მან უნდა აირჩიოს მიმდინარე სემესტრში შესასწავლი საგნები. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე სტუდენტს კონსულტაციას გაუწევს პროგრამის კოორდინატორი. სასწავლო პროგრამა: სტუდენტს უნივერსიტეტის ვებ გვერდის დახმარებით შეუძლია გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ სპეციალობათა ნუსხას, მოკლე ინფორმაციას თითოეული სპეციალობის შესახებ (კატალოგს) და შესაბამის დისციპლინათა ჩამონათვალს. სილაბუსი: სტუდენტს შეუძლია გაეცნოს საგანმანათლებლო პროგრამის არსებულ სასწავლო კურსების სილაბუსებს. სპეციალობათა არჩევა: ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული ინფორმაცია საშუალებას აძლევს, (სადაც შესაძლებელია) შეთავაზებული ძირითადი რამოდენიმე სპეციალობიდან აირჩიოს ერთ-ერთი. არჩეული სპეციალობიდან სტუდენტს შეუძლია შეარჩიოს დამატებითი კომპეტენციების ფარგლებში, საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და სპეციალობის არჩევითი საგნები. სსაუ-სი მიმდინარეობს ძირითად სპეციალობასთან ერთად დამატებითი სპეციალობების განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. (გამონაკლისია ე.წ. რეგულირებადი დარგები, რომლებიც ძირითადი და დამატებითი სპეცალობების კომბინირების საშუალებას არ იძლევა). უნივერსიტეტში მუშავდება ფინანსური პროგრამა, რომელიც სტუდენტს აძლევს საშუალებას ელექტრონულ რეჟიმში აკონტროლოს მის მიერ სწავლის საფასურის გადახდის პროცედურა. |