| ჩვენს შესახებ | სიახლე | პროექტები | საზგვარგარეთ სწავლება | პროგრამა | საერთაშორისო კონფერენცია | გრანტები |ტრენინგები|კონკურსები|გზამკვლევი|

გვერდი
ჩვენს შესახებ
ადმინისტრაცია
ხარისხი
ფაკულტეტები
სტუდენტები
მეცნიერული მუშაობა
უცხოეთთან კავშირი
აბიტურიენტები
კურს. დამთავრ.
საზოგადოებასთან ურთ.
გაზეთი მამული
პუბლიკაციები
დისტანციური სწავლება
ბიბლიოთეკა
სარჩევი

 


საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (სესფ), აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (სკგფ) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ ) აცხადებენ ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის ეროვნულ პროგრამას 2008

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი აცხადებენ ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის ეროვნულ პროგრამას 2008.
პროგრამის ფარგლებში აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, საკონკურსო საფუძველზე, ახალგაზრდა მეცნიერთათვის გასცემს ერთ წლიან გრანტებს, რომელიც მოიცავს:
ა) 2-3 - თვიან ვიზიტს აშშ მიმღები მხარის სამეცნიერო ორგანიზაციაში და
ბ) სამეცნიერო კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოში პროექტის განხორციელების განმავლობაში.
პროგრამის მიზნებია: ნიჭიერ ახალგაზრდა მეცნიერთა დახმარება მათი სამეცნიერო კარიერის საწყის ეტაპზე და აშშ და ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობის განმტკიცება.
კონკურსზე წარმოდგენილი ღირსეული განაცხადების რაოდენობიდან გამომდინარე, სკგფ, სესფ და სსგფ გასცემს დაახლოებით 10 გრანტს.

თითოეული გრანტის ოდენობაა არაუმეტეს 11 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

კონკურსთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმები განთავსებულია სესფ-ის და სსგფ-ს ვებ-გვერდებზე: www.gnsf.ge და www.grdf.ge



განაცხადების სკგფ, სესფ და სსგფ-ში წარდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 სთ.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება დაახლოებით 2008 წლის 22 დეკემბრისთვის
გრანტი გაიცემა – 2009 წლის 1 იანვრიდან

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ:
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (სესფ)
მისამართი: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. #68, მე-4 სართული.
ტელეფონი: 91 02 62; ფაქსი: 95 62 05
ელ.ფოსტა: office@gnsf.ge ; tedodol@yahoo.com


საკონტაქტო პირი: თეოდორე დოლიძე


მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების კონკურისის მესამე ეტაპი

რუსთაველის ფონდი იღებს განაცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მესამე ეტაპისთვის. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან მეცნიერები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2008 წლის 16 აგვისტო.

საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში.

მისამართი: თბილისი, 0102, . უზნაძის 68, II სართული.


ბიზნეს პარტნიორობის საგრანტო კონკურსი


        2008
წლის 18 ივნისს, აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF), საქართვლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (სესფ) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) აცხადებს ბიზნეს პარტნიორობის საგრანტო კონკურსს.     პროგრამის მიზანია სამეწარმეო იურიდიულ პირებსა და მეცნიერთა ჯგუფებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ქვეყნის სინოვაციო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა და მეცნიერთა მჭიდრო კავშირის დამყარება წარმოებასთან. პროგრამის ხანგრძლივობაა 12 თვე, ხოლო თითოეული გრანტის ოდენობა - არაუმეტეს 40 000 ლარისა. სამეწარმეო პირის იურიდიული პირის მონაწილეობის სავალდებულო წილი ინდივიდუალურ პროექტში შეადგენს გრანტის თანხის მინიმუმ 10 %-. ეს თანხა მთლიანად გამოყენებულ უნდა იქნეს მეცნიერთა (გრანტის მიმღებთა) ჯგუფის ხარჯებისათვის. კონკურსთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია განთავსებულია სესფ-ის და სსგფ- ვებ-გვერდზე: www.gnsf.ge   და   www.grdf.ge


პროექტების სსგფ-ში წარდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 15 აგვისტო.


დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ: საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) მისამართი: . თბილისი, 0168, მინდელის . #7, მე-3 სართული ტელეფონი: 21 03 61; 32 01 58 ფაქსი: 21 02 28 ელ-ფოსტა :step@grdf.ge ან george@grdf.ge  საკონტაქტო პირი: ნინო კუნცევა - გაბაშვილი


აგრობიზნესის განვითარების პროექტისათის  გრანტები გაიცემა

საქართველოს ათასწლეულის პროგრამის აგრობიზნესის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს წვრილი, ფერმერული მეურნეობიდან კომერციულ, მომგებიან აგრობიზნესზე გადასვლას საგრანტო ინვესტიციების, ტექნიკური დახმარებისა და საბაზრო ინფორმაციის უზრუნველყოფის გზით, რაც
საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. გრანტები გაიცემა თანადაფინანსების პრინციპით
და კონკურსის წესით. საგრანტო განაცხადი მტკიცდება დამოუკიდებელი საგრანტო კომიტეტის მიერ, რომელიც  სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის მაღალკვალიფიციური ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.  

პროექტის ბიუჯეტია 15 მილიონი აშშ დოლარი, ხანგრძლივობა  - 4 წელი.
აგრობიზნესის განვითარების პროექტით გათვალისწინებულია ოთხი ტიპის პროექტების დაფინანსება:

  • პირველადი წარმოება - გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 37,500 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:0,5. 
  • ფერმერთა მომსახურების ცენტრის შექმნა, სადაც ფერმერს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს საჭირო სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები, მიიღოს კონსულტაციები ან ისარგებლოს აგროტექნიკის მომსახურებით. გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 50,000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:0,75.
  • მცირე გადამუშავება - გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 50.000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:1.
  • საწარმოო ჯაჭვის შექმნა - სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის, შენახვის, გადამუშავების, მისთვის   სასაქონლო სახის მიცემისა და ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრების მიზნით. გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 125,000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:1.

2011 წლისთვის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 250-მდე პროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც   დაახლოებით 3,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
საგრანტო განაცხადები მიიღება წელიწადში სამჯერ 2009 წლის 31 მარტამდე.   საბუთების მიღების ვადები ფიქსირებულია: 31 მარტი, 31 ივლისი,  30 ნოემბერი.

გრანტების გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე: 
www.ada.ge  ან აგრობიზნესის განვითარების პროექტის განმახორციელებელი  კომპანიის, „სი-ენ-ეფ-ეი საქართველოს“ ოფისში: კოსტავას გამზირი #47, IV სართული, ada@mcg.ge, ტელ.: (995 32) 982213/14/18; ფაქსი: (995 32) 982232; 

 

 


მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო გრანტები

2008 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად

სსიპ – "ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველი ფონდი)" აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად. გრანტები გაიცემა 2008 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში - კონფერენციებში, კონგრესებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. საბუთების მიღება იწარმოებს რუსთაველის ფონდში, მისამართი თბილისი, 0102, . უზნაძის 68, II სართული

1. კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ფონდში უნდა წარადგინოს შემდეგი მასალები:
) ღონისძიებაში წარსადგენი მოხსენების მიღების და მიწვევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ). თუ ეს დოკუმენტები შედგენილია რომელიმე უცხო ენაზე, გთხოვთ, წარმოადგინოთ თარჯიმნის/თარჯიმანთა ბიუროს ბეჭდით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

) წარსადგენი მოხსენების რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
) შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი 1.);
) სამოგზაურო გრანტის ბიუჯეტი (დანართი 2.);
) ინფორმაცია გრანტის მაძიებლის სამუშაო/სწავლის ადგილის შესახებ, დადასტურებული დამსაქმებლის/სასწავლებლის უფლებამოსილი პირის მიერ;
) გრანტის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;
) ავიაბილეთების (ან, შესაბამისად, სხვა სატრანპორტო საშუალებების) ჯავშანის ასლი;
) ღონისძიების სამუშაო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი შედგენილია რომელიმე უცხო ენაზე, გთხოვთ, წარმოადგინოთ თარჯიმნის/თარჯიმანთა ბიუროს ბეჭდით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
) თანადაფინანსების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი თანადაფინანსებაზე, თანხის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი წერილი შედგენილია რომელიმე უცხო ენაზე, გთხოვთ, წარმოადგინოთ თარჯიმნის/თარჯიმანთა ბიუროს ბეჭდით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2.
საკონკურსო დოკუმენტაცია
1.
საკონკურსო მასალა ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (კომპაქტ-დისკით).  პირველი მუხლის  "", ""'""",  `"  და ""  ქვეპუნქტებით მოთხოვნილი მასალის წარმოდგენა ელექტრონული სახით სავალდებულო არ არის.
2.
ფაქსით, ფოსტითა და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი საკონკურსო მასალები ფონდში საკონკურსოდ არ მიიღება.
3.
ზემოთმითითებული ჩამონათვალიდან ფონდში სავალდებულია ყველა დოკუმენტის წარდგენა, გარდა პირველი მუხლის ""  ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, თუმცა ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, იგი გათვალისწინებული იქნება კონკურსის კომისიის მიერ.
4.
ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი კონკურსში მონაწილეობისთვის არ დაიშვება.
3.
საკონკურსო მასალების წარდგენისა და განხილვის ვადები:
1.
სამოგზაურო გრანტებისათვის საკონკურსო მასალების წარმოდგენა ფონდში შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2008 წლის 29 აპრილიდან, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე. საკონკურსო მასალების ფონდში წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ მიიღება.

2.
საკონკურსო მასალების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადებია:
) ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2008 წლის 19 მაისი;
) ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2008 წლის 16 ივნისი;
) სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის – 2008 . 15 აგვისტო;
) ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის – 2008 წლის 15  ოქტომბერი.

2.
ფონდში წარმოდგენილ საკონკურსო მასალებს განიხილავს კონკურსის კომისია. კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების სტატუსის შესახებ.
4.
მონიტორინგი
1.
დაფინანსებულმა პირმა ქვეყანაში დაბრუნებიდან 10 დღის ვადაში ფონდს უნდა წარუდგინოს ჩატარებული ღონისძიების ფინანსური და პროგრამული  ანგარიში, რის შემდეგაც მოხდება სრული ანგარიშსწორება. ფინანსურ ანგარიშში შედის ხარჯთაღრიცხვა. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენისას კონკურსანტმა უნდა ისარგებლოსმოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილ