|
1.
ვ. ბლუმი - ვენის აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის ინსტიტუტის
დირექტორი, ევროპის ნიადაგთმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი. მჭიდრო კავშირი აქვს
უნივერსიტეტთან, ბევჯერ ეწვია მას, გამოსულა ლექციებით, იყო ჩვენი უნივერსიტეტის
ასპირანტის თანახელმძღვანელი და უზრუნველყოფა მისი ერთწლიანი სტაჟირება თავის
ინსტიტუტში; მისი ინსტიტუტი არის საერთაშორისო ჟურნალის "Annals
of agrarian Science" თანაგამომცემელი; არის ამავე ჟურნალის და უნივერსიტეტის სამეცნიერო
შრომათა კრებულის "აგრარული მეცნიერების პრობლემები" რედკოლეგიის წევრი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 1998 წელს.
2. ა.პ. ტარვერდიანი - სომხეთის აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ჩვენს
უნივერსიტეტთან სასწავლო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავების ინიციატორი და
ცხოვრებაში აქტიური გამტარებელი. საერთაშორისო ჟურნალის "Annals
of agrarian Science" ერთ-ერთი დამფუძნებელი. მრავალი ერთობლივი კონფერენციების ორგანიზატორი.
ჩვენი უნივერსიტეტის მაგისტრების ამერიკულ-სომხურ ბიზნეს ცენტრში სასწავლებლად
მოწვევის ინიციატორი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 1999 წელს.
3. გ.ვ. დობროვოლსკი - აკადემიკოსი, გამოჩენილი საბჭოთა და რუსი მეცნიერი. მოსკოვის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის ფაკულტეტის დამაარსებელი და პირველი
დეკანი. მისი დახმარებით ჩვენი უნივერსიტეტის მრავალმა ახალგაზრდამ გაიარა
სტაჟირება მოსკოვის სახელმქიფო უნივერსიტეტში. აქტიურად მონაწილეობდა ჩვენს
უნივერსიტეტში ჩატარებულ მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში. საერთაშორისო ჟურნალის "Annals
of agrarian Science" თანაგამომცემელი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 1999 წელს.
4.
ს.ვ. ზონი - გამოჩენილი საბჭოთა და რუსი მეცნიერი. კავკასიის და საქართველოს
ნიადაგების შესანიშნავი მკვლევარი. მრავალი შრომის ავტორი, მათ შორის საქართველოს
ბუნებასა და ნიადაგებზე. მისი ხელმძღვანელობით 10-ზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა
დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მრავალჯერ ყოფილა ჩვენს უნივერსიტეტში,
აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტში ჩატარებულ მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.
საპატიო დოქტორად არჩეულია 1999 წელს.
5. ჟ. დიუფი - "FAO" გენერალური დირექტორი. საპატიო დოქტორად არჩეულია
უნივერსიტეტში ვიზიტის დროს 2001 წელს.
6. ვ.ა. სტრუნიკოვი – –გამოჩენილი საბჭოთა და რუსი მეცნიერი, რუსეთის გენეტიკოსთა
და სელექციონერეის საზოგადოების პრეზიდენტი.. მჭიდრო და საქმიანი კავშირები გააჩნდა
ქართველ მეაბრეშუმეებთან.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2000 წელს.
7. მ. უპენბრინგი – წლების მანძილზე გერმანიის ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს
პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს ფედერალური სააგენტოს და უნივერსიტეტის
თანამშრომლობამ მიიღო მრავალმხვრივი ხასიათი; გახშირდა საქმიანი ვიზიტები
გერმანიასა და საქართველოში.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2000 წელს.
8. რ. კანვარი – აშშ ცნობილი მეცნიერი-მელიორატორი. როგორც მსოფლიო ბანკის
წარმომადგენელი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან. აქტიურ მონაწილეობას
იღებდა უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებში.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2000 წელს.
9. ი. ხრონი – ცნობილი ჩეხი მეცნიერი-აგრონომი. ჩეხეთის აგრარული უნივერსიტეტის
რექტორობის დროს დამყარდა საქმიანი ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან. ქართველი ახალგაზრდები ხანგრძლივ სტაჟირებას
გადიოდნენ ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2000 წელს.
10. დან იალონი – ცნობილი ისრაელი აგრონომი და ეკოლოგი. მისი შრომები ეხება
აგროეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. Aაქტიურ მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტში
ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებში. საერთაშორისო ჟურნალის "Annals
of agrarian Science" რედკოლეგიის აქტიური წევრი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2001 წელს.
11. ჯ. შრივასტავა
– აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
საქართველოში მსოფლიო ბანკის მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივების
ავტორი, მათ შორის ისეთი პროექტების, რომლებიც დაკავშირებული უნივერსიტეტის
წინსვლასთან და კეთილდღეობასტან.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2001 წელს.
12. მ. რომანენკო
– რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2001 წელს.
13. დონ ვანატა - DAID ალტერნატიული განვითარების კორპორაციის ექსპერტი, ბერკლის
უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს რესტრუქტურიზაცია. აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენს
უნივერსიტეტთან.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2001 წელს.
14. ჰ. შმაუდერი – გერმანიის ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს უცხოეთი
განყოფილების თანამშრომელი. მრავალი წლის მანძილზე გერმანელ და ქართველ კოლეგებს
შორის მყარი და ღრმა ურთიერთობების ინიციატორი და განხორციელებელი. Mმის სახელთანაა
დაკავშირებული მრავალი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2002 წელს.
15. უ. ალესკეროვი - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიოლოგიის
ინსტიტუტის დირექტორი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტში ჩატარებულ
საერთაშორისო კონფერენციებში.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2002 წელს.
16. მ. ჯაფაროვი
- აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აზერბაიჯანის
სასოფლო-სამეურნეო აკადემიის რექტორი. ჩვენს უნივერსიტეტთან სასწავლო და სამეცნიერო
კავშირების გაღრმავების ინიციატორი და ცხოვრებაში აქტიური გამტარებელი.
საერთაშორისო ჟურნალის "Annals
of agrarian Science" ერთ-ერთი დამფუძნებელი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2002 წელს.
17.
ჰ. შტრობელი
– ვაინშტეფანის უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე (გერმანია)
საპატიო დოქტორად არჩეულია 2002 წელს.
18. ა. მაკკალა – აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
საქართველოში მსოფლიო ბანკის მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივების
ავტორი, მათ შორის ისეთი პროექტების, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტის
წინსვლასთან და კეთილდღეობასთან.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2003 წელს.
19. ლ. რეინტამი
- ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აქტიურ
მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებში.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2003 წელს.
20. კაპუეჩი
- ცნობილი თურქი მეტყევე. მისი თურქეთის სატყეო მეურნეობის მინისტრობის
დროს საფუძველი ჩაეყარა ქარველ და თურქ მეტყევეობს შორის აქტიურ ურთიერთკავშირებს.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2004 წელს.
21. ჰ. პლახტერი - ცნობილი გერმანელი მეცნიერი-ეკოლოგი. წლების მანძილზე იყო
ერთობლივი გერმანულ-ქართული პროექტის თანახელმძღვანელი. პროექტის ფარგლებში
უნივერსიტეტს გადაეცა თანამედროვე აღჭურვილობა (კომპიუტერები, ტრანსპორტი და სხვ.).
მონაწილეობდა უნივერსიტეტში ჩატარებულ მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2004 წელს.
22. ე. კლემენსი
- გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) საზოგადოების
წარმომადგენელი საქართველოში. აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოს სოფლოს მეურნეობის
განვითარებას. მჭიდრო და საქმიანი კავშირები არის დაკავშირებული ქართველ
მეცნიერებთან.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2005 წელს.
23. ი. ჰუზმიევი – გამოჩენილი რუსი მეცნიერი-ელექტრიფიკატორი. წლების მანძილზე
გააჩნია საქმიანი ურთიერთობები უნივერსიტეტის მეცნიერ-ელექტრიფიკატორებთან.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2005 წელს.
24. ჯ. ბეჩი
– გამოჩენილი ესპანელი მეცნიერი, აგრონომის, ნიადაგთმცოდნეობის და
გეოლოგიის დარგში. Bარსელონის უნივერსიტეტის პროფესორი. საერთაშორისო ჟურნალის "Annals
of agrarian Science" რედკოლეგიის აქტიური წევრი. საერთაშორისო ასპარზზე (კონფერენციები,
სიმპოზიუმები) საქართველოს ინტერესების აქტიური დამცველი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2006 წელს.
25. პ. შმიდტი
– მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული მეცნიერი-მეტყევე.მსოფლიოში
უძველესი დრეზდენის უნივერსიტეტის ტარანტის სატყეო ინსტიტუტეს დირექტორი.
საქართველოს ბუნების შესანიშნავი მცოდნე. ათეული წლის მანზილზე საქმიანი
თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს მეტყევეებთან და მათ შორის უნივერსიტეტის
მეტყევეებთან.
საერთაშორისო ჟურნალის "Annals
of agrarian Science" რედკოლეგიის აქტიური წევრი.
საპატიო დოქტორად არჩეულია 2006 წელს.
26.
ა.
პლიოგერი
–
კასელის
უნივერსიტეტის
(ვიცენჰაუზენი)
ეკოლოგიური
სოფლის
მეურნეობის
ფაკულტეტის
ორგანული
კვების
ხარისხის
და
კვების
კულტურის
დეპარტამენტის
ხელმძღვანელი
(გერმანია)
საპატიო
დოქტორად
არჩეულია
2007 წელს.
27.
ჰ.
ფეერი
-
„იოჰანეს
ფეერის
კომპანიის“
მფლობელი.
ნარჩენების
მენეჯმენტის
კომპანიის
ფედერალური
ასოციაციის
ვიცე-პრეზიდენტი,
კასელის
ინდუსტრიის
და
სავაჭრო
კომპანიის
გარემოს
დაცვის
კომიტეტის
წევრი.
(გერმანია)
საპატიო
დოქტორად
არჩეულია 2007 წელს.
28. ჰარტმუტ ფოგტმანი
– გერმანიის ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს პრეზიდენტი, ცნობილი მეცნიერი,
პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, მსოფლიოში ორგანული სოფლის მეურნეობის ერთ–ერთი
ფუძემდებელი, კასელის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია)
საპატიო
დოქტორად
არჩეულია 2007 წელს.
|