ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
უცხო ენების ცენტრი
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ენებისა და ტერმინოლოგიის საფუძვლების კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ენების შემსწავლელი ცენტრი.
 
ენების ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გილაური.
 
ცენტრში დასაქმებული არიან მაღალკვალიფიციური უცხოეთში სტაჟირებული სპეციალისტები: ოლიკო ჟორჟოლიანი (პედ. მეც. დოქ. ინგლისური ენა), თამთა ფიფია (ინგლისური ენა), მანანა ინასარიძე (რუსული ენა), ლოლიტა თაბუაშვილი (ფრანგული ენა), მაია ნოდია (გერმანული ენა), მილა დავარაშვილი (გერმანული ენა), ნანული მეიშვილი (ლათინური ენა). ცენტრს ჰყავს კონსულტანტი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცისანა გიგაური. ცენტრში მოწვეული არიან ასევე პედაგოგები საათობრივ ანაზღაურებაზე.
 
ენების შემსწავლელ ცენტრში ისწავლება შემდეგი უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და აგრეთვე ლათინური.
 
ცენტრი ემსახურება სსსსუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, მაგისტრს და დოქტორანტს, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომელთაც ესაჭიროებათ ენის ცოდნის ამაღლება.
 
ენების სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით და სახელმძღვანელოებით.
 
ცენტრი უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს. სწავლება წარმოებს დონეების მიხედვით აუდიო და ვიდეო საშუალებებით. ენების შემსწავლელი ცენტრი მუშაობს ტერმინოლოგიური ლექსიკონების და დამხმარე სახელმძღვანელოების შედგენაზე სპეციალობების მიხედვით.
 
ცენტრის პედაგოგები ეწევიან მთარგმნელობით მუშაობას. ენების შემსწავლელი ცენტრი აქტიურად მონაწილეობს საუნივერსიტეტო საქმიანობაში. 


ჩვენი საკონტაქტო მისამართი:
თბილისი, 0131
დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
მეორე სართული, ოთახი 250
ტელ : 899 473 306
ელ. ფოსტა: ltabuashvili@yahoo.fr
ვებ- გვერდი:  www.gsau.edu.ge
 
 

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50748