| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 |
10 სექტემბერი, 2010 წელი
მართვის ორგანოები
|
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მართვის ორგანოები
(მმართველი სუბიექტები):
- აკადემიური საბჭო;
- წარმომადგენლობითი საბჭო; - რექტორი; - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სსაუ-ის მართვის პრინციპები ხორციელდება განათლების შესახებ საქართველოს კანონის (მუხლების 15, 16) შესაბამისად: 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
|






















