ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
უცხოეთთან კავშირი
საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეფორმისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად უნივერსიტეტში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა და 2006 წლიდან ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია 3 საშტატო ერთეული: განყოფილების გამგე და 2 სპეციალისტი (ინგლისური და გერმანული ენის).
 
 
განყოფილების წინაშე დგას შემდეგი ძირითადი მიზნები და ამოცანები:
 
1. უნივერსიტეტის ინტეგრირება საერთაშორისო და ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში;
 
2. ურთიერთობების დამყარება უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან, კვლევით დაწესებულებებთან, ფერმერებთან, მათთან საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება და მხარეების მოვალეობებზე და ფუნქციების შესრულებაზე კონტროლი;
 
3. საერთაშორისო პროექტებში უნივერსიტეტის ჩართვა, საერთაშორისო განათლებისა და მეცნიერების ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, თანამშრომლებისა და სტუდენტების ინფორმირება;
 
4. უცხოელ მეცნიერთა და პრაქტიკოს სპეციალისტთა მოწვევა ლექციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად;
 
5. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში ხელშეწყობა;
 
6. უნივერსიტეტის თანამშრომლების, ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორანტების საზღვარგარეთ გაგზავნის ორგანიზება;
 
7. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩვენს უნივერსიტეტში ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტების მიღება სასწავლებლად ან სტაჟირებაზე;
 
8. საინფორმაციო-საცნობარო მასალის შეგროვება, საერთაშორისო თანამშრომლობის მონაცემთა ბაზის შექმნა;
 
9. უცხოეთთან ურთიერთობისათვის საჭირო ინფორმაციის თარგმნის ორგანიზება, უცხოეთში გასაგზავნი წერილებისა და დოკუმენტაციის მომზადების და გაგზავნის ორგანიზება;
 
10. საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, გამოფენების, სხვადასხვა პროგრამების შესახებ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ინფორმირება და მათი მონაწილეობის ორგანიზება;
 
11. საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.
 
 
აღნიშნული ამოცანები შეძლებისდაგვარად წარმატებით ხორციელდება.
 
ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტს დადებული აქვს ხელშეკრულება-მემორანდუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის (გერმანიის, აშშ-ს, საბერძნეთის, ჩეხეთის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა) 22 უმაღლეს სასწავლებელთან, კველევით და სხვა დაწესებულებასთან, რომლის საფუძველზეც წარმოებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლა, ტრენინგების ჩატარება, სტაჟირებაზე გამგზავრება.
 
ჩვენს თანამშრომლებს მოპოვებული აქვთ რამდენიმე საერთაშორისო გრანტი, რომლის მეშვეობითაც მრავალი მათგანი იმაღლებს კვალიფიკაციას საზღვარგარეთ, გამოსცემს საჭირო ლიტერატურას, აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს. ბოლო წლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს ტრენინგები ჩაუტარეს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ცნობილმა სპეციალისტმა. სტაჟირებაზე (აშშ-ში, გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა) გაგზავნილი იქნა რამდენიმე თანამშრომელი.
 
უნივერსიტეტში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) და ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2004 წელს ჩამოყალიბდა და წარმატებით ფუნქციონირებს აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსი, რომლის კურსდამთავრებულთაგან ნაწილი გერმანიაში გადის პრაქტიკებს და აგრძელებს მაგისტრატურაში სწავლას.
 
ჩვენი განყოფილება სტუდენტებსა და თანამშრომლებს სისტემატურად აცნობს ინფორმაციას საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ. რამდენიმე ჩვენი სტუდენტი სწავლობს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში აშშ-ს მასკისა და UGRAD-ის პროგრამით, DAAD-ის სტიპენდიით ისარგებლა ასევე რამდენიმე თანამშრომელმა და სტუდენტებმა.
 
საბერძნეთში ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (MAICH) ჩვენმა მაგისტრმა წარმატებით გაიარა ერთწლიანი სამაგისტრო კურსი და რამდენიმე მაგისტრი კიდევ მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად ამავე პროგრამით.
 
უნივერსიტეტის მიერ გერმანიის ცენტრთან სოფლის მეურნეობა და ეკოლოგიური წონასწორობა აღმოსავლეთ ევროპასთან (LOGO) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენი სტუდენტები პერიოდულად გადიან საწარმოო პრაქტიკას გერმანიის ფერმერულ მეურნეობებში.

ტემპუს-ტასის-ის პროგრამის საფუძველზე ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა მაგისტრატურა მდგრადი სოფლის მეურნეობის მენეჯმენტში.

მაგისტრანტების ნაწილმა წინასადიპლომო პრაქტიკა გაიარა იტალიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში, დაიცვეს დიპლომი ინგლისურ ენაზე.

გარდა ამისა, უნივერსიტეტს დადებული აქვს ხელშეკრულება აშშ-ს აგრობიზნესის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან (ერევანში), სადაც წლების მანძილზე ჩვენი სტუდენტები სწავლობენ და იმაღლებენ კვალიფიკაციას 7 სემესტრის განმავლობაში.
 
თურქეთის ქალაქ ერზერუმში ატათურქის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი წარჩინებული სტუდენტები მონაწილეობას იღებენ საზაფხულო სკოლაში.
 
 
საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გამგე: . თედეევა
 
 
 
 
საკონტაქტო მისამართი:
თბილისი, 0131
დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
მეორე სართული, ოთახი 211
ტელ: (995; 32) 53-91-59
ფაქსი: (995; 32) 53-91-59
ელ. ფოსტა:E-mail: inter@gsau.edu.ge
inter.gsau@hotmail.com
ვებ გვერდი: www.gsau.edu.ge
 
 
 
 

 

 

 

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50754