| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 |
|
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია სსაუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაციის არსი აღნიშნულ ასოციაციაში, სათანადო განაცხადის საფუძველზე, სასურველია გაერთიანებულნი იყვნენ სსაუ-ს კურსდამთავრებულები. ასოციაციას ხელმძღვანელობს არჩეული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს ჩვენი უნივერსიტეტისა და კურსდამთავრებულთა ერთობლივ საქმიანობის ღონისძიებებს და თვალყურს ადევნებს მათ პრაქტიკულად განხორციელებას, დაიცავს კურსდამთავრებულთა უფლებებს. საწევრო გადასახადი საჭირო არ არის. ბევრი ჩვენი კურსდამთავრებული არის არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს სიამაყე. უნივერსიტეტი მადლობელი იქნება ყველა კურდამთავრებულისა მათი მხრიდან განსაზღვრული მატერიალური და მორალური თანადგომისათვის. კურსდამთავრებულებს ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს - ცხოვრებასა და საქმიანობაში წინსვლისათვის კვალიფიკაციის ამაღლებას; - სოფლის მეურნეობის პროფილის ფირმის ხელმძღვანელ კურსდამთავრებულთა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; - კურსდამთავრებულთათვის საინტერესო სფეროს პროფესიონალ სპეციალისტებთან შეხვედრების მოწყობას; - სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილ და წამოჭრილ პრობლემების გადაჭრისათვის სათანადო კონსულტაციის მიღებას უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისაგან; - ასოციაციის წევრობის ბარათის წარდგენის საფუძველზე, სსაუ-ს ბიბლიოთეკით და სპორტული ცენტრით სარგებლობას; - უნივერსიტეტის ინტერნეტ-საიტზე საერთო საქმიანობისათვის სასურველი ინფორმაცია განთავსებასა ან მოძიებას; - უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრის გამოყენებას საერთო საქმიანობისათვის; - უნივერსიტეტის თვითშემოქმედების კოლექტივებში მონაწილეობას. სწავლის გაგრძელება - კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. - გამოაქვეყნონ სამეცნიერო შრომები უნივერსიტეტის შრომათა კრებულში. - მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კონფერენციებში. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ შემდეგი დახმარების გაწევა - უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრების მოწყობა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობის სფეროში; - თავის ფერმერულ მეურნეობებში სეზონურ სამუშაოებზე სტუდენტთა დასაქმება, რაც სასწავლო პრაქტიკის ფუნქციას შეასრულებს. ამავე დროს ფერმერს შეუძლია სტუდენტებს აუნაზღაუროს გაწეული სამუშაო. - შეძლებისდაგვარად, საქველმოქმედო საქმიანობის გაწევა. კურსდამთავრებულთა ასოციაციის საბჭო კურსდამთავრებულთა ასოციაციის საბჭოს ირჩევენ 3 წელიწადში ერთხელ. საბჭოს არჩევნების ჩატარების თარიღი, წევრთა შემადგენლობა, ფუნქციები და საქმიანობა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და გაზეთში "მამული". ძვირფასო კურსდამთავრებულებო! თქვენს მატერიალურ და მორალურ თანადგომას უნივერსიტეტისადმი უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს! საკონტაქტო მისამართი: თბილისი, 0131 დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., ტელ: 53-38-06 |






















