|
|
რუსთაველის ფონდი აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად
გრანტები გაიცემა 2010 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციებში, კონგრესებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში) მონაწილეობის მისაღებად.
სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა აკადემიური ხარისხის (გარდა ბაკალავრისა) მქონე საქართველოს მოქალაქეს, ფიზიკურ პირს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში.
2010 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია რუსთაველის ფონდის ვებ გვერდზე www.rustaveli.org.ge
აქვე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ.
საკონკურსო საბუთების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადებია:
-
2010 წლის თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 იანვარი;
-
2010 წლის მარტსა და აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 თებერვალი;
-
2010 წლის მაისსა და ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 აპრილი;
-
2010 წლის ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 ივნისი;
-
2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 16 აგვისტო;
-
2010 წლის ნოემბერი – დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 15 ოქტომბერი.
საბუთების მიღება იწარმოებს რუსთაველის ფონდში, მისამართი:
თბილისი, 0102, დ. უზნაძის 68, II სართული.