ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
UNESCO-ს "მონაწილეობის პროგრამა" 2010-2011
 
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2010-2011 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
 
წარმოდგენილი პროექტები და სამოქმედო გეგმები უნდა იყოს პირდაპირ კავშირში UNESCO-ს საქმიანობასთან, განსაკუთრებით კი ძირითად პროგრამებთან, ინტერდისციპლინარულ პროექტებთან და ღონისძიებებთან, აგრეთვე იუნესკოს ეროვნული კომისიების საქმიანობასთან.
 
 
დამატებითი ინფორმაციისა და განაცხადის სააპლიკაციო ფორმის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ:
0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
იუნესკოს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისიის სამდივნო
ტელეფონი: 28 47 40
ფაქსი: 28 46 78 
ელ-ფოსტა: unesco@mfa.gov.ge

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50756