|
|
ევროკომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსი სტუდენტებისათვის
ევროკომისიის მხარდაჭერით უკვე 8 წელია ცხადდება კონკურსი სტუდენტების მიერ ინოვაციების გამოსავლენად. ამ კონკურსში (ევროპის პრეტენდენტები ინოვაციებისათვის) მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს, ვისაც გააჩნია სიახლის შემცველი საინტერესო იდეა ან პროექტი.
ამით ევროკომისია საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს განახორციელონ თავისი პროექტები ევროპულ დონეზე. პროექტის შინაარსის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
შემრჩევი კომიტეტი (ჟიური) შედგება პროფესიონალებისაგან (კომპანიიების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები, მეცნიერები), რომლებიც შეარჩევენ გამარჯვებულ პროექტებს განურჩევლად საქმიანობის სფეროსი. პროექტში გამარჯვებული ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან პრიზებით:
1 პრიზი - 3000 ევრო, მე-2 და მე-3 პრიზები - 1500 ევრო.
გარდა ამისა, წასახალისებლად 25 საუკეთესო პროექტის ავტორი მოწვეული იქნება 2010 წლის 2-3 მარტს საფრანგეთის ქ. რეიმსში ევროპის ფორუმზე (მგზავრობისა და საცხოვრებლის ღირებულებას გადაიხდის საორგანიზაციო კომიტეტი).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 22 იანვარი