ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
8 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის აგრონომიული ინსტიტუტის სტიპენდიები მაგისტრებისათვის
 
ხანიას საბერძნეთში (MAICH) სთავაზობს სტიპენდიებს მაგისტრატურაში ორწლიანი სწავლისათვის შემდეგ სფეროებში: მენეჯმენტი, მარკეტინგი და მარკეტინგული კვლევა, ელექტრონული კომერცია, რეგიონალური და ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნესის ეკონომიკა და სოფლის განვითარება.
 
ინსტიტუტი უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. სწავლება წარმოებს ინგლისურ ენაზე, ლექციებს კითხულობენ ცნობილი მეცნიერები ძირითადად ევროპის, კანადისა და აშშ-ს უნივერსიტეტებიდან.
 
პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდია ფარავს სწავლის გადასახადს, ბინის ქირას, კვებას, სახარჯო ფულს, ჯანმრთველობის დაზღვევას.
 
აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთების:
1. შევსებული აპლიკაციის ფორმა
2. სამი სარეკომენდაციო წერილი (სხვადასხვა პირის)
3. უნივერსიტეტის დიპლომის ასლი თარგმნილი ინგლისურ ენაზე (ნოტარიუსში დამოწმებული)
4. უნივერსიტეტში სწავლისას მიღებული ნიშნების ამონაწერი თარგმნილი ინგლისურ ენაზე (ნოტარიუსში დამოწმებული)
5. სამედიცინო ცნობა
6. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
7. ორი ფოტოსურათი (პასპორტის ზომის).
 
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 05.09.10 19:36 | გვერდების ნახვა: 46829