|
|
ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სტიპენდიები
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ნიდერლანდების უმაღლეს სასწავლებლების მაგისტრატურაში სასწავლებლად შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა; ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი; საინჟინრო სპეციალობა; გარემოს დაცვა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა.
კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, გააჩნდეს სამი წლის მუშაობის გამოცდილება, ჰქონდეს თანხმობა ჰოლანდიის უმაღლესი სასწავლებლიდან, ჰქონდეს სამსახურის ხელმძღვანელობისაგან ნებართვა და გარანტია, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კვლავ დაუბრუნდება თავის თანამდებობას, კარგად იცოდეს ინგლისური ენა, არ ჰქონდეს მიღებული ნიდერლანდების ან სხვა რაიმე სტიპენდია ბოლო სამი წლის მანძილზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას (ოთახი 211) ან ვებ-გვერდს: http://www.nuffic.nl/nfp