ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
პრეზიდენტის ფონდის სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა 2010-2011 წწ.
 
სსიპ "განვითარებისა და რეფორმების ფონდი" აცხადებს სასწავლო - სამაგისტრო პროგრამას 2010-2011 წლისათვის.
 
"განვითარებისა და რეფორმების ფონდის" სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს.
 
ამ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატი ჩაირიცხოს ფონდის მიერ წინასწარ შერჩეული უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პრიორიტეტულ სპეციალობაზე. უნივერსიტეტების სია განთავსებულია ფონდის ვებ გვერდზე http://www.drf.org.ge
 
უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი ფონდისგან დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ, კანდიდატი ფონდის ვებ გვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.
 
ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს "განვითარებისა და რეფორმების" ფონდის სამეურვეო საბჭო. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებისთანავე ან გასაუბრებიდან არა უგვიანეს 1 კვირის ვადაში.
 
პირადი ინფორმაცია:
  • განათლება
  • დიპლომები
  • სამუშაო გამოცდილება
  • რეკომენდატორების რეკვიზიტები
  • მოტივაციის წერილი
  • მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება
 
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ვებ გვერდს: http://www.drf.org.ge

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50763