| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 |
8 სექტემბერი, 2010 წელი
ახალი ამბები
|
საქართველოს თასის მფლობელი კალათბურთში სსაუ გახდა
23 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარდა საქართველოს თასის ფინალური გათამაშება კალათბურთში, სადაც აგრარულმა უნივერსიტეტმა ანგარიშით 91:76 დაამარცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და თასის მფლობელი გახდა.
სსაუ: წივწივაძე (11ქ, 6მ), ცინცაძე (21ქ, 6მ, 7პ), გულისაბედაშვილი (3), დიდა (16ქ, 7პ), ათანელიშვილი (23ქ, 13მ); ჩაჩიბაია (10), ტყეშელაშვილი, ნინიაშვილი (4), გ. ბარბაქაძე (3)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი
მიხეილ კობეშავიძის გუნდმა ძალზედ მობილიზებულად ჩაატარა მთელი შეხვედრა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა რევაზ ათანელიშვილი, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო ცინცაძეს საბოლოოდ 21 ქულა და 7 პასი დაუგროვდა. რევაზ დიდია, ბექა წივწივაძე და ტატო ჩაჩიბაია - ეს მოთამაშეებიც იმსახურებენ გამორჩევას.
დასაწყისში გუნდები თანაბრად ზრდიდნენ ანგარიშს, თუმცა, პირველი მეოთხედის ბოლოს სსაუ-ს უპირატესობა გამოიკვეთა. ყველა სათამაშო რგოლში უპირატესობას დაეუფლნენ აგრარიკოსები და თსუ-ელებს თამაშის გადარჩენის ყოველგვარი მცდელობა მოუსპეს.
|

























