ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ქუთაისში
 
2010 წლის 17-18 ივნისს 11:00 სთ-ზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59, I კორპუსი, მწვანე დარბაზი) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე "ინოვაციური ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები".
 
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
1. კვების მრეწველობის თანამედროვე ტექნოლოგიები;
2. ჯანსაღი კვების პრობლემები და სასურსათო უსაფრთხოება;
3. ეკოლოგია და გარემოს დაცვის პრობლემები;
4. ახალი ფარფაცევტული, ბიოფარმაცევტული და ფარმაკოლოგიური ტექნოლოგიები;
5. მსუბუქი მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები, მასალები და დიზაინი;
6. ტექსტილის მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები, მასალები და დიზაინი;
7. თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიები და მასალები;
8. მცენარეული ნედლეულის ქიმიის და ქიმიური ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები;
9. დარგის ეკონომიკა და მენეჯმენტი;
10. დარგის ახალი მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები;
11. დარგის საინფორმაციო ტექნოლოგიები.
 
კონფერენციის სამუშაო ენაა - ქართული, ინგლისური და რუსული.
 
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2010 წლის 30 მარტამდე წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ბარათი.
- სტატიის ტექსტის ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია.
- საორგანიზაციო ხარჯების თანხის (40 ლარი) გადახდის ქვითარი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მოხსენების წარდგენის ფორმატის, რეგისტრაციის ფორმის, საორგანიზაციო თანხის გადასარიცხად საბანკო ანგარიშის და სხვ. შესახებ მიმართეთ ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას (ოთახი 211).

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50765