ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
კონკურსი მოზარდებისათვის "მე - ახალგაზრდა მეცნიერი"
 
ფონდი "სოროსის საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამები" (სსსსპ) აცხადებს კონკურსს მოზარდებისათვის "მე - ახალგაზრდა მეცნიერი"
 
2010 წლის სექტემბერში პორტუგალიაში ჩატარდება ევროკავშირის 22-ე კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის. კონკურსი "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" განკუთვნილია საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ პირველკურსელ სტუდენტთათვის (20 წლამდე), რომლებიც მეორე კურსზე გადადიან 2010 წლის სექტემბერში.
 
აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შემუშავებული ინოვაციური, სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და დაიცვან საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე.
 
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ დარგებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი.
 
ევროკავშირის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდება ადგილობრივი კონკურსის "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" მეშვეობით 2010 წლის აპრილში. გამარჯვებული პროექტების ავტორები გაემგზავრებიან ევროკონკურსზე მათი პროექტების წარსადგენად.
 
დაშვებულია არაუმეტეს 3 პროექტის ნომინირება. ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6-ს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.
 
კონკურსი დააფინანსებს: აუცილებელი დანადგარების/იარაღების, მასალების შეძენას, აუცილებელ მგზავრობას (საქართველოს ფარგლებში), ლიტერატურის შეძენას და სხვას შესაბამის აუცილებლობისა და დასაბუთების შემთხვევაში.
 
კონკურსი არ დააფინანსებს: ხელფასებს; ასლგადამღებ ტექნიკას; პროექტს, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისთვის სახიფათო მასალების გამოყენებასთან.
 
პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 მარტი, 2010 , 17:30.
 
პროექტების განხილვა, პრეზენტაცია ჟიურის წინაშე და შერჩევა: 10 აპრილამდე, 2010 .
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდ სსსსპ-ის დირექტორს თამარ ხულორდავას ტელეფონზე 877 40 64 09 ან ელ. ფოსტით: tkhulordava@osgf.ge ან marina@osgf.ge
 
სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმა განთავსებულია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებ-გვერდზე http://www.osgf.ge
 
მისი მიღება ასევე შესაძლებელია ფონდის ოფისის მისაღებში.

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50750