ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
ISFRADA-ს წარმომადგენლების ვიზიტი აგრარულ უნივერიტეტში
 
2010 წლის 1 თებერვალს აგრარულ უნივერსიტეტს კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფრანგულ-რუმინული უმაღლესი სკოლის (ISFRADA) საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი ირინა ჟიარი, ლილის (საფრანგეთი) აგრარული უნივესიტეტის (ISA) ეკონომიკისა და მართვის განყოფილების უფროსი ერიკ კომონი და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
 
ISFRADA 2001 წელს ლილის აგრარული უნივერსიტეტისა და იასის (რუმინეთი) აგრარული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტის (USAMV) ბაზაზე დაფუძნდა. მისი მიზანია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ფრანგული კომპანიებისთვის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადება სოფლის მეურნეობის განვითარების, აგრობიზნესის მენეჯმენტისა და კვების მრეწველობის სფეროებში ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
 
ISFRADA-ს პარტნიორს რამდენიმე ათეული კომპანია წარმოადგენს, როგორიცაა: Societe Generale, Kastel, Danone, Carrefour, Limagrain, Rouillier, Proinvest, Metro და სხვ. ISFRADA-ს სასწავლო კურსი უკვე გაიარა და წარმატებით დასაქმდა 144 ახალგაზრდა სპეციალისტი რუმინეთიდან, მოლდოვიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.
 
ვიზიტის ფარგლებში ფრანგი სტუმრები შეხვდნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს გელა ჯავახიშვილს, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფლების უფროსს, ფაკულტეტების დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტეტებს.
 
მხარეები გაეცნენ აგრარული უნივერსიტეტისა და ISFRADA-ს სტრუქტურებს, მიმართულებებს, ამოცანებს. განხილულ იქნა და შეჯამდა საკითხები, რომლებზედაც მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გასაღრმავებლად იმუშავებენ.
 
 
 
 

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50753