ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
8 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
ახალგაზრდა მეცნიერების საზღვარგარეთ სტაჟირება
 
ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში შემდეგი სამეცნიერო სფეროების მიმართულებით: საინჟინრო მეცნიერებები, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები,  აგრარული, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.
 
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობა. უცხოეთში სტაჟირების გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კონკურსის ადმინისტრირებას სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს.
 
გრანტის ფარგლებში ანაზღაურდება: საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.
 
კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია  ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
  • კარგად ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას;
  • აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ან არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი.
  • ასაკი არ აღემატება 40 წელს.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება.
 
წელს ბიუჯეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დასაფინანსებლად 150 000 ლარია გათვალისწინებული.
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 21 მაისი.
 
მისამართი:
დ. უზნაძის ქ. №68, IV სართული
ტელ: 95 17 52; ფაქსი: 95 62 05
ელ-ფოსტა: dep_science@gnsf.ge

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 05.09.10 19:36 | გვერდების ნახვა: 46725