ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
8 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
 
სუპერთასის მფლობელი "სსაუ" გახდა
 
აგრარული უნივერსიტეტის კალათბურთის ნაკრები "სსაუ" ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გათამაშების 2010 წლის გამარჯვებული გახდა. დაძაბული შეხვედრა "ენერჯისა" და "სსაუს" შორის ამ უკანასკნელის მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა ყველაფერი კი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, სადაც თავი მთელი მატჩის მანძილზე აქტიურმა ბექა წივწივაძემ გამოიჩინა და საბოლოოდ სსაუ-მ მცირე უპირატესობით - 83:80 გაიმარჯვა.
 
კალათბურთის ფედერაციამ სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზი დააწესა, რომელიც აგრარელთა კაპიტანმა ბექა წივწივაძემ ირგუნა. მას სამახსოვრო პრიზი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა. წივწივაძემ ჩაიბარა ლიპარტელიანისგან ასევე სუპერთასი, რომელიც გარდამავალია და აგრარულ უნივერსიტეტში მინიმუმ 1 წელს დარჩება.
 
 

 
 

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 05.09.10 19:36 | გვერდების ნახვა: 46670