|
| სტუდენტური არჩევნები
24 მაისს აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. გამარჯვებისთვის ორი გუნდი - ერთიანი სტუდენტური მოძრაობა და უსნგი მატიაშვილის გუნდი იბრძოდნენ, თუმცა რეალური კონკურენცია მხოლოდ ეკონომიკურ-ჰუმანიტარულზე შეიქმნა. ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე კი საბოლოოდ 204 ხმით 108-ს წინააღმდეგ ნიკა გოგიაშვილი გახდა.
დანარჩენ ფაკულტეტებზე თვითმმართველობის თავმჯდომარეები გახდნენ:
კვების პროდუქტების ტექნოლოგიიის ფაკულტეტი – ირაკლი სოხაძე
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი – მარიამ ყველაშვილი
აგროსაინჟინრო ფაკულტეტი – თენგო ოქრიაშვილი
აგრონომიული ფაკულტეტი – თეონა ლომიძე
ზოოტექნიკური ფაკულტეტი – ნატო კობახიძე
სატყეო ფაკულტეტი – ნინო მეტოინიძე.
27 მაისს ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის პირველი სხდომა.
საარჩევნო კომისიამ, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი 2006-2009 წლებში ნინო კაჭარავა და ასევე ვიცე-პრეზიდენტი 2008-2009 წლებში მიშა ბედოიძე შეადგენდნენ, არჩევნების შედეგები გამოაცხადა და სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარეები ოფიციალურად შეუდგნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.
თითოეულ ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობა, რომელშიც 18 სტუდენტი შედის.
ამავე სხდომაზე სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ხმათა საერთო რაოდენობით პრეზიდენტი აგროსაინჟინრო ფაკულტეტის ს/მ ელექტრიფიკაციის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ტიტე გელუტაშვილი გახდა.