|
| საზაფხულო სკოლა თურქეთში
საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტსა და თურქეთში (ერზერუმი) ათა-თურქის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე ყოველწლიურად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილია 2 ადგილი თურქეთში საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
მსურველი სტუდენტები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას, ჰქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება და დეკანატის შუამდგომლობა. შერჩევა იწარმოებს ტესტირების საფუძველზე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში (ოთახი 211).
საზაფხულო სკოლაში სტუდენტები იქნებიან 2010 წლის 5-17 ივლისს. გაეცნობიან თურქეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს, თურქეთის საგანმანათლებლო სისტემას, ატა-თურქის უნივერსიტეტის სტრუქტურას, მის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, გაიჩენენ ახალ მეგობრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
სტუდენტების შერჩევა იწარმოებს 31 მაისამდე.