| სამეცნიერო პუბლიკაციები| ჟურნალი | კონფერენციის მასალები |

გვერდი
ჩვენს შესახებ
უნივერსიტეტის წესდება
სტრატეგიული გეგმა
აკადემიური პერსონალი
ადმინისტრაცია
ხარისხი
ფაკულტეტები
სტუდენტები
მეცნიერული მუშაობა
უცხოეთთან კავშირი
აბიტურიენტები
კურს. დამთავრ.
საზოგადოებასთან ურთ.
გაზეთი მამული
პუბლიკაციები
დისტანციური სწავლება
ბიბლიოთეკა
სარჩევი

 

ჟურნალი

`აგრარული მეცნიერების მაცნე~

 

2003 წლის ივლისში დაფუძნებული იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი `აგრარული მეცნიერების მაცნე~, რომელიც გამოიცემა წელიწადში ოთხჯერ (ISSN 1512 – 1887).

 ამ ჟურნალის დამფუძნებლები და გამომცემლებია: აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო აკადემია (. ჯაფაროვი), სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (. ტარვერდიანი), საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი (. ურუშაძე), გერმანიის ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტო (. ფოხტმანი).

თანაგამომცემლები: ავსტრიის ბუნებრივი რესურსებისა და  გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (. ბლიუმი), . სკრიაბინის სახელობის ვეტერინარული მედიცინისა და ბიოტექნოლოგიის მოსკოვის სახელმწიფო აკადემია (. ვორონინი), ნიადაგის შეფასების ბიურო (გერმანია. კნაიბი), საქართველოს . გულისაშვილის სახ. სატყეო უნსტიტუტი (.ურუშაძე), საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი (. დეკანოსიძე), საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ფირმა `გამმა~ (. გვახარია), საქართველოს ბიოლოგიური მეურნეობების ასოციაცია `ელკანა~ (. ჯორჯაძე), კავკასიის პროგრამა ოფისი ვვფ (. სანადირაძე), კავკასიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი (. კირვალიძე), საქართველოს ფერმერთა კავშირი (. ბაბუნაშვილი), ევროპის ბიურის ქსელი ნიადაგებში (იტალია. მონტანარელა), რუსეთის . დოკუჩაევის სახ. ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტი (. მოლჩანოვი), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტი (. დობროვოლსკი), სუმის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი (უკრაინა. ლადიკა).

ჟურნალის მთავარი რედაქტორია. ურუშაძე.

ჟურნალში იბეჭდება ორიგინალური თეორიული და ექსპერიმანტალური სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ასახავენ ნიადაგმცოდნეობაში, აგროეკოლოგიაში, აგრონომიაში, ზოოვეტერინარიაში, მეტყევეობაში, პროდუქტთა გადამუშავების ტექნოლოგიაში, ეკონომიკაში და აგროსაინჟინრო სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგებს ზოგადად და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

 

 

კონტაქტები:

 0131, საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

ტელ.: 59 52 53; ელ-ფოსტა: t_urushadze@yahoo.com

 

 

 

ჟურნალის მიერ სტატიებისადმი წაყენებული მოთხოვნები

 

1. სტატიაში წარმოდგენილი უნდა იყოს პრობლემის თანამედროვე მდგომარეობა,კვლევის მეთოდიკა და მიღებული შედეგების განხილვა. სტატიის სათაური სრულად უნდა ასახავდეს მის შინაარსს. მიზანშეწონილია სტატიას ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა: შესავალი, ობიექტი და მეთოდები, ექსპერიმენტული ნაწილი, შედეგები და მათი განხილვა, დასკვნა, ლიტერატურის სია.

2. სტატიას თანერთვის იმ დაწესებულების მიმართვა, სადაც შესრულებული იქნა აღნიშნული ნაშრომი.

3. სტატიები მიიღება ბეჭდვისათვის მზა ფორმაში 2 ეგზემპლიარად (დისკეტაზეTimes New Roman ).

 

ტექსტის განლაგების თანმიმდევრობა:

1) მეცნიერების დარგი ზედა მარჯვენა კუთხეში

2)       სტატიის სახელწოდება

3)       ავტორის (ების) გვარი, სახელი

4)       დაწესებულების დასახელება, მისამართი, ავტორთა თანამდებობა და სამეცნიერო ხარისხი

5)       ანოტაცია (10-12 სტრიქონი, 500-მდე ნიშანი)

6)       ძირითადი ტექსტი

7)       ნახატები, გრაფიკები, ფოტოები ცალკე ფურცელზე

8)       ციტირებული ლიტერატურის სია (ციტირების მიხედვით). ტექსტში ციტირებული ლიტერატურა აღინიშნება კვადრატულ ფრჩხილებში.

9)       რეზიუმე (10-12 სტრიქონი, 500-მდე ნიშანი). თუ სტატიის ტექსტი რუსულ ენაზეა, რეზიუმე წარმოადგინეთ ინგლისურ ენაზე და პირიქით.

10)      ყველა გვერდი ინომრება. ბოლო გვერდს ხელს აწერენ ავტორები.

11)      მზა სტატია უნდა მოიცავდეს 9-10 ნაბეჭდ გვერდს (20 ათასი ნიშანი, შრიფტი 12, 14), ქაღალდი A-4,, მინდვრები ოთხივე მხარეს 25-30 მმ.

12)      ენა: რუსული ან ინგლისური.

 

4. სტატიაში ციფრული მასალა უნდა წარმოადგინოთ ცხრილის სახით, ცხრილები ინომრება თანმიმდევრულად არაბული ციფრებით. ნომრის შემდეგ იწერება ცხრილის სათაური. სვეტები და სტრიქონების დასათაურებული უნდა იყოს. თითოეული ცხრილი ცალკე გვერდზე იბეჭდება. დაუშვებელია ერთი და იგივე მონაცემების გამეორება ცხრილებში, გრაფიკებსა და ტექსტში.

5. ნახატები და ფოტოსურათები წარმოდგენილი იქნება 2 ეგზემპლიარად ზომით არანაკლები 5 X 6 სმდა არაუმეტესი 18 X 24 სმ. ისინი არ ჩააკრათ, მხოლოდ ცალკე დაურთეთ  სტატიას. ნახატის მეორე მხარეს ფანქრით მიუთითეთ ავტორის გვარი და ნახატის რიგითი ნომერი. ტექსტში ნახატებისა და ფოტოების ახსნა უნდა შეესაბამებოდეს ნახატების შინაარსს.

6. ილუსტრაციებისა  და ცხრილების განლაგების ადგილს ტექსტში მიუთითებთ მინდორზე ფანქრით.

7. ლიტერატურის სიის გაფორმებისას: ჟურნალებისათვისმიუთითეთ ავტორების გვარი და ინიციალები, სტატიის სათაური, ჟურნალის სახელწოდება, ტომი, ნომერი (გამოშვების), გამოცემის წელი, გვერდები; წიგნებისთვისავტორების გვარი და ინიციალები, წიგნის სახელწოდება, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, წელი, გვერდების რაოდენობა. სიაში აღნიშნული უნდა იყოს სტატიაში ციტირებული ყველა ლიტერატურა.

8. ავტორებს კორექტურა უკან არ უბრუნდებათ.

9. დაწუნებული სტატიები ავტორებს არ უბრუნდებათ.

10. რედკოლეგია უფლებას იტოვებს არ განიხილოს სტატიები, რომელიც გაფორმებულია ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევით.