აკადემიკოს ანდრო კიკნაველიძის სახელობის სტიპენდია
 
 
ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სტიპენდიის დამნიშვნელი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ფაკულტეტის დეკანი სრული პროფესორი ნუგზარ იოსებაშვილი, აკადემიკოსი ანდრო კიკნაველიძე, პროფესორი სულიკო ყამარაული, ასოცირებული პროფესორი გურამ ძაგნიძე და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ლევან ცხადაძე, სტუდენტებს, რომლებმაც ჩათვალეს და ჩააბარეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგანი აკადემიკოს ანდრო კიკნაველიძის სახელობის ერთწლიანი სტიპენდია (50 ლარის ოდენობით) დაენიშნათ.
 
პირველი სტიპენდიანტები აგრობიზნესის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტები: ელზა გუზიტაშვლი და მარი ოსიშვილი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი ვლადიმერ ქისტაური არიან.
-ძალიან კარგია, როცა სწავლის პროცესში წამახალისებელი ფაქტორებია ჩართული. სტიპენდიის დანიშვნამ საკუთარ თავში დამარწმუნა და უფრო მეტი შემართებით სწავლის გაგრძელების სურვილი გამიჩინა. იმედია, ეს ღონისძიება ტრადიციად იქცევა და სტუდენტებისთვის განათლების სრულყოფისაკენ სწრაფვაში დამატებითი სტიმულის მომცემი გახდება აღნიშნა სტიპენდიანტმა ვლადიმერ ქისტაურმა.