სსსსუ-ს მაგისტრები სადიპლომო ნაშრომებზე უცხოერთში მუშაობენ

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში „ტემპუს ტასის“-ის პროექტის ფარგლებში ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე განხორციელებული “სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და სასოფლო-სამეურნეო მართვის” სამაგისტრო კურსის მაგისტრების ერთი ჯგუფი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში, მეორე კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ - 17 თებერვლიდან გენტისა და პერუჯის უნივერსიტეტებში და 9 მარტიდან რენის აგრონომიულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში უცხოელ პროფესორებთან ერთად სადიპლომო ნაშრომზე მუშაობს. შედეგების გასაცნობად საფრანგეთსა და ბელგიაში მივლინებულ 4 მაგისტრს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტიდან ერთკვირიანი ვიზიტით მონიტორინგის ჯგუფი დავით გუბელაძის, საგარეუბნო დეპარტამენტის ფილიალის ასოცირებული პროფესორის მაგდა ვადაჭკორიასა და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელის ლოლიტა თაბუაშვილის შემდაგენლობით ეწვია.
– მეტი დრო დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა. ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ნაყოფიერად მეცადინეობისათვის. მთავარი პრაქტიკული სწავლებაა, ხშირია გასვლები ამა თუ იმ საწარმოში, რადგან მათთვის უცხოა ევროკავშირში დანერგილ საწარმოო მართვასთან დაკავშირებული საკითხები და ეტაპობრივად ეცნობიან მას. ჩვენს მაგისტრებს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას სძენს როგორცადგილობრივ პროფესორებთან ურთიერთობა, ასევე იქაურ სტუდენტებთანცოდნის გაზიარებაც – განაცხადა დავით გუბელაძემ.
ვიზიტის მეორე მხარე პროექტის სამომავლო გეგმების შემუშავებასა და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო პროცესის კიდევ უფრო დახვეწაზე, ევროკავშირში მიღებული სწავლების მეთოდების სრულად დანერგვაზე საუბრებს მოიცავდა. აქვე, ქართული მხარის გამოცდილება გაიზიარეს „ტემპუს ტასისის“ პროექტის აზერბაიჯანელმა წარმომადგენლებმაც. ისინი ერთი წელია, რაც ამ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობენ. შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმდნენ, სადიპლომო დაცვის პრეზენტაცია სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში რენის უმაღლესი სკოლისა და გენტისა და პერუჯის უნივერსიტეტების წარმომადგენლების თანდასწრებით სექტემბრის ბოლოს გაიმართება. მანამდე საზღვარგარეთ მივლინებული 6 მაგისტრი 80 გვერდიან ინგლისურ ან ფრანგულ და ქართულ ენაზე, საქართველოში მყოფნი კი 10-15 გვერდიან უცხოენოვან რეზიუმესა და ქართულ ენაზე დამუშავებულ სადიპლომო ნაშრომს ამ საპასუხისმგებლო დღისათვის მოამზადებენ.