31. 10. 07 კონფერენცია უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის მართვის საკითხებზე

2007 წლის 19 ოქტომბერს, წავკისში, „სოფლის სახლში“ კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის მართვის პრობლემატიკას. კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის სახელით კონფერენცია გახსნა ირინა ხანთაძემ. კონფერენციაზე წარდგენილ იქნა ხარისხის მართვის ევროპული ასოციაცია (EFQM),  მოეწყო  შემდეგი პროექტის პრეზენტაცია:  „ხარისხი დაფუძნებული ნდობაზე“. გერმანელმა  ექსპერტმა, მათიას ვალენტინმა,  წაიკითხა მოხსენებები თემაზე: „ხარისხის განვითარება და ორგანიზაციული სტრუქტურა“ და  „ნდობა დაფუძნებული ხარისხზე – სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში“.
კონფერენციაზე მუშაობა მიმდინარეობდა საგანმანათლებლო სექტორსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა  სექციებში თემაზე –  „ხარისხის მართვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ირინე დარჩიამ წაიკითხა მოხსენება: „ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“.
დანართი
კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია და შეჯამდა კონფერენციის შედეგები.