2007 წლის პროგრამა ქართველი მეცნიერებისათვის
2007 წლის 5 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს საქართველოს
სამეციერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წარმომადგენელი ელენე გიორგაძე ეწვია,
რომელმაც აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF,
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (სესფ) და საქართველოს
სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) "2007 წლის პროგრამა ქართველი
მეცნიერებისათვის" წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ფონდები ახალგაზრდა
მკვლევარებისათვის კონკურსის საფუძველზე გამოყოფენ ერთწლიან გრანტებს, რაც მოიცავს
შემდეგს: ა) 2-3 თვიანი ვიზიტი აშშ მასპინძლის ლაბორატორიაში და ბ) 9-10 თვიანი
სამეცნიერო-კვლევითი დახმარება და ინდივიდუალური ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც
ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალებას მისცემს კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიღებული ახალი
ცოდნა გამოიყენონ მათ ლაბორატორიებში დაბრუნების შემდეგ. პროგრამის მიზნებია:
ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების დახმარება კარიერის საწყის ეტაპზე, საქართველოში
მეცნიერისა და ინჟინრის საზოგადოებრივი სტატუსის ამაღლების ხელშეწყობა და
აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება.
ღირსეული საპროექტო წინადადებების რაოდენობიდან გამომდინარე,
CRDF, სესფ და სსგფ გამოყოფენ დაახლოებით თხუთმეტ 12-თვიან გრანტს,
თითოეულისთვის 11 500 აშშ დოლარამდე შესაბამის ექვივალენტს ლარებში. მთლიანობაში
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა იქნება 175 000 აშშ დოლარის შესაბამისი
ეკვივალენტი ლარებში.
CRDF-ის, სესფ-ის და სსგფ-ის საქმიანობის პრინციპებიდან
გამომდინარე, ღონისძიების ფარგლებში შემოთავაზებული ყველა სახის დახმარება გაეწევა
განსაკუთრებული სამეცნიერო ღირსებების მქონე საპროექტო წინადადებებს, რომელთა
განსაზღვრა მოხდება დამოუკიდებელი ექპერტიზით და წაინამდებარე პროგრამის საჯაროდ
ხელმისაწვდომი პირობების შესაბამისად.
საპროექტო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა CRDF-ს,
სესფ-ს და სსგფ-ს 2007 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათი
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2007 წლის 20 დეკემბერს.
გრანტის გაცემა დაიწყება 2008 წლის 1 იანვრიდან
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.grdf.ge