მეგობრული ვიზიტები
 
 
ერთი კვირის განმავლობაში თბილისში სტუმრად იმყოფებოდნენ გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს პრეზიდენტი ჰელმუტ ფოხტმანი და დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჰენრიხ შმაუდერი. სტუმრობის მიზანს კავშირების შემდგომი გაფართოება და გაღრმავება, ასევე ვითარებაში გარკვევა და აგროეკოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლების პირადად გაცნობა და გასუბრება წარმოადგენდა. იგეგმება გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და თურქეთის შესაბამისი უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ერთობლივი კონფერენციის ჩატარება, ასევე უცხოელი სპონსორების ჩამოყვანა, რომლებიც ლაბორატორიების აღდგენა-განახლების პროექტს დააფინანსებენ.