მ ი მ
ა რ თ
ვ ა
ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მძიმე ჟამს საქართველოს სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი გმობს რუსეთის არმიის მიერ არა მარტო კონფლიქტური
რეგიონების, არამედ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქისა და სოფლების ოკუპაციას,
მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკებას, ხოცვას, ძარცვას, გატაცებას, შეურაცხყოფას,
განდევნას საკუთარი სახლებიდან. 300 ათასზე მეტ დევნილს აფხაზეთიდან ამ
არაადამიანური ქმედების შედეგად დაემატა კიდევ 160 ათასი იძულებით გადაადგილებული
პირი, რომელთაგან 500 კაცამდე ჩვენმა უნივერსიტეტმა შეიფარა, მათ შორის ბევრია
მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები შეძლებისდაგვარად უწევენ მათ
მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას .
მიუხედავად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერების მოთხოვნისა და მხარეებს შორის ჯარების გასვლის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერისა,
რუსეთის ჯარი კვლავ რჩება საქართველოში. მოვითხოვთ რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გასვლას ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
მივმართავთ მსოფლიოს მოსახლეობას, ინტელიგენციას და მათ შორის აგრარული სფეროს
მუშაკებსა და სტუდენტებს მხარი დაუჭირონ ჩვენს მოთხოვნას, რათა სასწრაფოდ
განთავისუფლდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია უცხო ქვეყნის ჯარისაგან და არასდროს და
არსად არ განმეორდეს ამგვარი ინციდენტი.