| ჩვენს შესახებ | სიახლე | პროექტები | საზგვარგარეთ სწავლება | პროგრამა | საერთაშორისო კონფერენცია | გრანტები |ტრენინგები|კონკურსები|გზამკვლევი|

გვერდი
ჩვენს შესახებ
უნივერსიტეტის წესდება
სტრატეგიული გეგმა
აკადემიური პერსონალი
სტრუქტურა
ადმინისტრაცია
ხარისხი
ფაკულტეტები
სტუდენტები
მეცნიერული მუშაობა
უცხოეთთან კავშირი
აბიტურიენტები
კურს. დამთავრ.
საზოგადოებასთან ურთ.
გაზეთი მამული
პუბლიკაციები
დისტანციური სწავლება
ბიბლიოთეკა
სარჩევი

 

 

საპატიო დოქტორის არჩევა

 

2007 წლის 10 ოქტომბერს 210 აუდიტორიაში აკადემიური  საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩეულ იქნა გერმანიის კასელის უნივერსიტეტის ეკოლოგიური მიწათმოქმედების კათედრის პროფესორი ჰარტმუტ ფოგტმანი. იგი გერმანიის (ბონი) ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს პრეზიდენტია. პროფ. ჰ. ფოგტმანი არის 100–ზე მეტი  პუბლიკაციის ავტორი, მათგან 6 სახელმძღვანელო ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ. იგი არის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი მრავალი საერთაშორისო კონფერენციის.

პროფ. ჰ. ფოგტმანის ხელშეწყობითა და დაფინანსებით ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა არაერთხელ გაიარეს სტაჟირება გერმანიაში. მისი ინიციატივით ჩვენთან საფუძველი ჩაეყარა ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის განყოფილებას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ხელსაწყოებით.

მისი ძალისხმევით საერთაშორისო ჟურნალი „აგრარულ მეცნიერებათა მაცნე“ ითარგმნება ინგლისურ ენაზე და ვრცელდება მსოფლიოს 100 ბიბლიოთეკაში.

პროფ. ჰ. ფოგტმანის არჩევა საპატიო დოქტორად უფრო გააღრმავებს  ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, რაც ესოდენ აუცილებელია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის.


ტემპუს ტასისის პროექტის მაგისტრების პირველი გამოშვება

ჩვენს უნივერსიტეტში

2007 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ტემპუს ტასისის პროექტის - ,,სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო მართვის” - ფარგლებში განხორციელდა მაგისტრების პირველი გამოშვება, სადიპლომო ნამუშევრების დაცვის პრეზენტაცია.

სადიპლომო დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გელა ჯავახიშვილი, წევრები - საქართველოდან - ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ იოსებაშვილი, ტემპუს ტასისის წარმომადგენელი საქართველოში თამარ წულუკიძე, ტემპუს ტასისის სამაგისტრო კურსის კოორდინატორი პროფესორი დავით გუბელაძე, ასოცირებული პროფესორი სერგო თურმანიძე, ასოცირებული პროფესორი თამარ დუდაური; უცხოეთიდან - პროექტის კონტრაქტორი აგრენას აგრონომიული უმაღლესი სკოლის პროფესორი ჟან ბარლოა, რენი 2 უნივერსიტეტის პროფესორი რაიმონდ გიოზუ, ნანტის საინჟინრო უმაღლესი სკოლის პროფესორი დომინიკ კოლინი, გენტის უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ ვერე და რენატა ჟენეზევსკა.

დიპლომების თემატიკა საკმაოდ აქტუალური იყო ჩვენი ქვეყნისათვის - საქართველოში მარკეტინგის, აგროტურიზმის, ეკოტურიზმის განვითარებაბიოდიზელის წარმოება. თექვსმეტივე მაგისტრმა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე წარმოდგენილ და დაცულ დიპლომებზე მაღალი შეფასება მიიღო. სტუმრების აზრით, ევროპის 42 ქვეყანაში ამგვარი პროექტების შედეგების მიხედვით, საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა საუკეთესოა და სასურველია შემდგომშიც თანამშრომლობის გაგრძელება.

ექვსმა სტუდენტმა სადიპლომო ნაშრომები საზღვარგარეთ დაამუშავა, რომელთაც არ ჩამოუვარდებოდნენ ჩვენს უნივერსიტეტში მომზადებული სამაგისტრო დიპლომები. ყველა კურსდამთავრებულმა საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო.


ტაილანდში. ბანგკოკში დაგეგმილი საერთაშორისო კონგრესი

2007 წლის 25-29 ნოემბერს ტაილანდში, . ბანგკოკში დაგეგმილია საერთაშორისო კონგრესი ”The Sixth Princess Chulabhorn International Science Congress”.

აღნიშნული კონგრესის თემაა: „The interface of Chemistry and Biology in the “OMICS” Era: Environment & Health and Drug Discovery”, რომელიც ეძღვნება გარემოსა და ჯანმრთელობის პრობლემებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2007 წლის 15 ოქტომბერი

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდი: www.cri.or.th/pc6


ქართველ მეცნიერებს იწვევენ ხვარაზმის 21- საერთაშორისო პრემიაში მონაწილეობის მისაღებად

ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ორგანიზაცია (IROST) იწვევს ქართველ მეცნიერებს მონაწილეობა მიიღონ ხვარაზმის ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიაში (KIA). პრემია მიზნად ისახავს წარმოაჩინოს როგორც ირანის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნირთა ნამუშევრები და მიღწევები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში. ნამუშევრები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მეცნიერების შემდეგ დარგებში: ინჟინერია, მედიცინა, ფუნდამენტალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა და სხვა. წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ერთ-ერთ კატეგორიას: გამოგონება, ინოვაცია, გამოყენებითი კვლევა და ფუნდამენტალური კვლევა. პროექტები, კვლევითი ნამუშევრები და განაცხადის ფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია ხვარაზმის ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიის (KIA) სამდივნოში წარდგენილ უნდა იყოს არა უგვიანეს 2007 წლის 31 ოქტომბრისა. მიიღება მხოლოდ ინგლისურ ენაზე შესრულებული ნამუშევრები და შევსებული განაცხადის ფორმა. 2008 წლის 10 იანვარს ცნობილი გახდება გამარჯვებული, ხოლო ფებერვლის დასაწყისში ჩატარდება დაჯილდოვების ცერემონია.
დამატებითი ინფორმაციისათვის და განაცხადის ფორმის შესავსებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://khwarizmi.irost.ir


ხელმოწერილია ახალი ხელშეკრულება უნივერსიტეტებს შორის

თანამშრომლობის შესახებ

2007 წლის 18 სექტემბერს ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გელა ჯავახიშვილმა და ავსტრიის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. . დიურსტეინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ ვენის აგრარული უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი, პროფ. მარტინ გერზაბეკი და ვენის აგრარული უნივერსიტეტის ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის დირექტორი, ევროპის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი, ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფ. ვინფრიდ ბლიუმი.

ხელმოწერის აქტს დაესწრნენ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის აპარატის  უფროსი, პროფ. . ურუშაძე, რექტორის მოადგილე, პროფ. . გაგოშიძე, ფაკულტეტის დეკანები, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგე . თედეევა, უნივერსიტეტის თანამშრომლები, ჟურნალისტები.

ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენს უნივერსიტეტებს შორის გაღრმავდება ურთიერთობები, განხორციელდება გაცვლითი პროგრამები სწავლასა და კვლევით საქმიანობაში, იწარმოებს უახლესი ინფორმაციის გაცვლა. ორივე უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას ყოველწლიურად შეხვდნენ ერთმანეთს, შეაფასონ გაწეული მუშაობა და დასახონ სამომავლო ერთობლივი  პროექტები.

ხელშეკრულება დაიდო 5 წლის  ვადით, ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, მისი გაგრძელების პირობით.


საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს ლექტორთა გაცვლით პროგრამას - JFDP

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს ლექტორთა გაცვლით პროგრამას - JFDP 2007-2008 აკადემიური წლისათვის. პროგრამა ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელთა ლექტორების ხუთთვიან სტაჟირებას აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროგრამის განვითარებისათვის და სამასწავლებლო თვისებების შეძენისათვის. კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნის  მაღალი დონე, უნდა შეეძლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება 2008 წლის იანვრიდან მაისის ბოლომდე.

ანკეტების მიღება შეიძლება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ოფისში ან ინტერნეტით www.JFDP.org მისამართზე.

ანკეტების ჩაბარების ბოლო ვადაა 24 აგვისტო, 2007 .

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ოფისში პროგრამის კოორდინატორს - ირმა ბარბაქაძეს.

.ჭავჭავაძის გამზირი #27/29

თბილისი, 0179

ტელ.: 29-21-06 / 91-32-72 / 91-32-52.

8.99 57-78-20


საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების რიცხვი გაიზარდ

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორებად მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლიდან არჩეული იყო 24 წევრი. 2007 წელს ამ სიას კიდევ ორი წევრი შეემატა. პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს გერმანიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის კასელის უნივერსიტეტთან, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს უნივერსიტეტში ეკოლოგიური მიწათმოქმედების და ბუნების დაცვის საერთაშორისო განყოფილების დაფუძნებაში (გერმანიის მხარის სრული დაფინანსებით).

 ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები არა ერთხელ იყვნენ მიწვეული გერმანიაში და გაიარეს საერთაშორისო კურსები, მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენებში, ეცნობოდნენ ფერმერულ მეურნეობებს.      

ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კასელის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის ორგანული კვების ხარისხის და კვების კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორ ანგელიკა პლიოგერის და კასელის უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტებისა და სადოქტორო თემების დამფინანსებლის, `იოჰანეს ფეერის კომპანიის~ მფლობელის, და სხვა კომპანიების წევრის დოქტორ ჰაინც ფეერის წვლილი..

დოქტორ ჰაინც ფეერის დაფინანსებით ჩვენს უნივერსიტეტში ყალიბდება თანამედროვე დანადგარებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი `გარემოს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მონიტორინგის~ ლაბორატორია.

უნივერსიტეტისათვის გაწეული ამ დიდი ღვაწლის აღსანიშნავად აკადემიურმა საბჭომ პროფესორ ანგელიკა პლიოგერს და დოქტორ ჰაინც ფეერს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა