სტუმრობა პერუჯის
უნივრსიტეტში
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში „ტემპუს ტასის“-ის
პროექტის ფარგლებში ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე განხორციელებული “სოფლის
მეურნეობის მდგრადი განვითარება და სასოფლო-სამეურნეო მართვის” სამაგისტრო კურსის
იტალიაში მივლინებული მაგისტრების ნიკოლოზ მიქავასა და არკადი ვადაჭკორიას
სადიპლომო ნაშრომებზე მუშაობის შედეგების შესაფასებლად პერუჯის უნივერსიტეტს 9
დღიანი ვიზიტით სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტიდან მონიტორინგის ჯგუფი რექტორის
სრული პროფესორის გელა ჯავახიშვილის, კანცლერის სრული პროფესორის ირაკლი
ყრუაშვილისა და სრული პროფესორის დავით გუბელაძის შემადგენლობით ეწვივნენ.
უძველესი, საუკუნოვანი ტრადიციის მქონე პერუჯის უნივერსიტეტში მასპინძლობა აგრარული
ფაკულტეტის პროფესორებმა ანტონიო ბოჯიამ და ფაბიო სანტუჩიმ გასწიეს.
ვიზიტის მნიშვნელოვან მხარეს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და პერუჯის
უნივერსიტეტის ხელმძღვანელების შეხვედრა წარმოადგენდა. იტალიური ფერმების
დათვალიერების, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ჯიშების მოყვანისა და სხვა
სამუშაოების გაცნობის შემდეგ, საუბარი სწავლების თეორიული თუ პრაქტიკული მეთოდების
ურთიერთგაზიარებას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქართული
მხარის „ერასმუს მონდუსის“ პროექტში (რომელშიც ამჟამად ევროკავშირის 15 ქვეყანაა
ჩართული და მაგისტრების მობილობას უზრუნველყოფს) უახლოეს მომავალში მონაწილეობის
პერსპექტივას.