ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე  ახალი პროექტი დაიწყო



28 მაისიდან ორი კვირის განმავლობაში ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სემინარები გაიმართა თემაზე "აგროკრედიტები", რომლის ინიციატორი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორისრული პროფესორი გელა ჯავახიშვილი, კოორდინატორი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო. როექტს `საქართველოს ბანკი" აფინანსებდა და იგი როგორც სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის, ასევე ქართული ბანკების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად იყო გამიზნული. სემინარები ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, დოქტორმა გეორგ პლიოტცმა წაიკითხა.
- საქართველოში აგროდაფინანსების ფართო პროგრამა იწყება, ანუ ბანკები გასცემენ დიდი რაოდენობით კრედიტებს. ჩვენს ქვეყანაში კი ამ ეტაპზე აგრარულ საკითხებში კვალიფიცირებული საბანკო ოპერატორების დეფიციტია. ეს სწორედ ჩვენი ფაკულტეტის პროფილია. მიმდინარე ტრენინგებმა დაამტკიცა, რომ ამ მხრივ ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს და თანამშრომლობის გაფართოება მომგებიანი იქნება ყველა მხარისთვის - განაცხადა ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა სრულმა პროფ. ნუგზარ იოსებაშვილმა. ტრენინგების მეორე ეტაპი 20 აგვისტოდან კვლავ ჩვენს უნივერსიტეტში მოეწყობა, სამომავლოდ კი ამ ღონისძიების გაფართოება და დამკვიდრება იგეგმება. ეკონომიკურ- ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო გეგმას უკვე დაემატა ახალი საგანი _ აგროკრედიტები. პროექტში ჩაერთვება სტუდენტობაც. ასევე გამიზნულია კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შექმნაც, სადაც ქართული ბანკების წარმომადგენლები აგროკრედიტირებასთან დაკავშირებით უშუალოდ ჩვენი უნივერსიტეტის სპეციალისტებთან გაივლიან სწავლებას.