|
სამეცნიერო პუბლიკაციები
საქართველოს
სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის
გამომცემლობა
1929
წლის
ბოლოს,
თბილისის
უნივერსიტეტის
აგრონომიული
ფაკულტეტის
ბაზაზე,
შეიქმნა
საქართველოს
სასოფლო-სამეურნეო
ინსტიტუტი,
ამჟამად,
საქართველოს
სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტი.
1930
წლიდან
ინსტიტუტში
ფართოდ
გაიშალა
მუშაობა
სასწავლო
ლიტერატურის
სახელმძღვანელოებისა
და
სამეცნიერო
შრომების
მოსამზადებლად.
იმავე
წლის
ნოემბერში
შექმნილ
სპეციალურ
კომისიას
დაევალა
საგამომცემლო
საქმიანობისათვის
მზრუნველობის
გაწევა.
კომისიის
შემადგენლობაში
შედიოდნენ:
ვ.
კანდელაკი
(თავმჯდომარე),
კ.
ამირეჯიბი,,
დ.
აგლაძე,
ი.
ჯაში
და
გ.
ბერიძე.
პირველ
ხანებში
გამომცემლობის
საქმიანობა,
ძირითადად
განისაზღვრებოდა
“მოამბის”,
სასწავლო
პროგრამებისა
და
მეთოდური
მითითებების
გამოცემით.
1933 წელს
გამოცემული
იქნა
ინსტიტუტის
“მოამბე”
I და
II ტომი.
იმავე
წელს
გამოიცა
პირველი
წიგნი
- ვ.
მახალდიანის
“ლექციების
კონსპექტი
სატრაქტორო
საქმეში”.
1934
წელს
საფუძველი
ჩაეყარა
ინსტიტუტის
გამომცემლობას,
პარალელურად
ამუშავდა
სტამბაც,
რომელიც
ჯერ
ლითოგრაფიის
სახით
არსებობდა,
ხოლო
1937 წლიდან
ახალი
პოლიგრაფიული
დანადგარებითა
და
მოწყობილობებით
აღიჭურვა.
იმ
დროიდან
მოყოლებული
უაღრესად
დიდია
სტამბა-გამომცემლობის
როლი
ინსტიტუტის
საქმიანობაში:
სახელმძღვანელოების,
დამხმარე
სახელმძღვანელოების,
მონოგრაფიების,
სასწავლო-მეთოდური
ლიტერატურის
და
სამეცნიერო
შრომათა
კრებულების
გამოცემით.
1963
წელს,
გამომცემლობის
გაუქმების
შემდეგ,
შეიქმნა
სარედაქციო-საგამომცემლო
განყოფილება
3 საშტატო
ერთეულით.
საგამომცემლო
წლიური
გეგმა
შეადგენდა
200 თაბახს.
ყოველწლიურად
გამოიცემოდა:
6 დარგობრივი
სამეცნიერო
შრომათა
კრებული,
სალექციო
კურსები,
სასწავლო-მეთოდური
ლიტერატურა:
პროგრამები,
მეთოდური
მითითებები,
საკურსო,
სადიპლომო
და
ლაბორატორიული
სამუშაოები
და
სხვა.
სახელ,მძღვანელოებსა
და
დამხმარე
სახელმძღვანელოებს
გამოსცემდა
გამომცემლობა
“განათლება”
რეორგანიზაციის
შედეგად
შემცირდა
გამოცემათა
მოცულობაც,
მაგრამ
შემდგომში,
რექტორატის
ძალისხმევით,
თანდათან
მატულობდა
როგორც
საშტატო
ერთეული,
ისე
გამოცემათა
მოცულობა
200-დან
400 თაბახამდე.
ამჟამად
უნივერსიტეტის
სასწავლო
პროცესისა
და
სამეცნიერო-კვლევითი
სამუშაოებისათვის
საუწყებო
ლიტერატურის
გამოყენებას
ემსახურება
სარედაქციო-საგამომცემლო
განყოფილება
3 საშტატო
ერთეულით.
ყოველ
კვარტალში
გამოიცემა
სამეცნიერო
შრომათა
კრებული
`აგრარული
მეცნიერების
პრობლემები~.
დღეისათვის
გამოვიდა
41 ტომი.
ძვირფასი
საჩუქარი
აგრარიკოსებს
2007
წელს
ამერიკის
სოფლის
მეურნეობის
დეპარტამენტის
(USDA) დაფინანსებით
მესამედ
გამოიცა
ქართულ-ინგლისურ-რუსულ-გერმანულ-ფრანგულ-ესპანური
(6 ენოვანი)
აგრარული
ლექსიკონი,
რომლის
პირველი
გამოცემა
2004 წელს,
ხოლო
მე-2
გამოცემა
2005 წელს
ამერიკის
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
(USAID) "სწავლება
მსოფლიოს"
(WL) ფინანსური
მხარდაჭერით
დაისტამბა.
ეს
არის
სისტემატიკური
და
ანბანური
ქართულ-ინგლისურ-რუსულ-გერმანულ-ფრანგულ-ესპანური
(6 ენოვანი)
აგრარული
ლექსიკონი,
რომლის
შემდგენილია
ჩვენი
ქვეყნის
სასიქადულო
მეცნიერი
და
პედაგოგი,
საქართველოსა
და
ცნობილი
საერთაშორისო
ორგანიზაციების
პრესტიჟული
ჯილდოების
მფლობელი,
საქართველოს
სახელმწიფო
აგრარული
უნივერსიტეტის
აგროტექნოლოგიის
დეპარტამენტის
სრული
პროფესორი,
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
დოქტორი
ავთანდილ
კორახაშვილი.
ავთანდილ
კორახაშვილი
ამავდროულად
არის
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
აგრობიომრავალფეროვნების
სამეცნიერო
საბჭოს
და
არასამთავრობო
ორგანიზაცია
- საქართველოს
მესოიეთა
ასოციაციის
თავმჯდომარე,
ევროპის
გენეტიკური
რესურსების
საკვები
და
პარკოსანი
კულტურების
(ECP/GR),
აგრეთვე
ევროპის
სოფლის
მეურნეობის,
სურსათისა
და
გარემოს
დაცვის
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
(EFITA)
ფედერაციის
ასოცირებული
და
ნამდვილი
წევრი
და
მუშა
ჯგუფების
წარმომადგენელი
საქართველოში.
საერთაშორისო
ორგანიზაციების
- TACIS, GTZ, CGIAR, BP, ICARDA, IPGRI, WB, IFAD,
DAI-USAID-ის
სამეცნიერო
საბჭოების
წევრი,
ექსპერტი,
მრჩეველი,
კოორდინატორი,
კონსულტანტი
და
ანალიტიკოსი,
საქართველოს
სწავლულ
ექსპერტთა
საბჭოს
წევრი,
26 მეცნიერებათა
კანდიდატის
და
დოქტორის
მეცნიერ-ხელმძღვანელი,
150-ზე
მეტი
სამეცნიერო
ნაშრომის,
8 მეთოდური
მითითების,
9 ახალი
პარკოსანი
მცენარის
ჯიშის,
2 პატენტის,
2 მონოგრაფიის,
5 სახელმძღვანელოს,
სოფლის
მეურნეობის
უცხო
სიტყვათა
განმარტებითი
ლექსიკონის,
საკვებწარმოებაში
ინგლისურ-რუსულ-ქართული
გლოსარიუმის,
კომპიუტერული
პროგრამისა
და
მრავალი
პუბლიკაციის
ავტორი
ბეჭდვით
და
ელექტრონულ
მედიაში.
აგრარული
ლექსიკონის
სისტემატიკურ
განყოფილებაში
ყველა
გამოთქმას
აქვს
გამჭოლი
დანომვრა,
რომელიც
მეორდება
ყველა
მითითებაში,
რაც
აადვილებს
სიტყვის
ძებნას
ლექსიკონით
მუშაობის
დროს.
ლექსიკონში
მოცემული
ტერმინების
მრავალი
შესაძლო
ვარიანტიდან,
რომლებსაც
6 ენასთან
ერთად
ემატება
მცენარეთა
და
ცხოველთა
ლათინური
(მე-7
ენა)
სახელწოდებები,
დაავადებები
და
მავნებლები,
შესაბამის
ფარგლებში
მოცემულია
აგრეთვე
ის
მცნებები,
რომლებიც
ტიპიურია
ამა
თუ
იმ
რეგიონისათვის.
ეს
ეხება
როგორც
ენობრივ
განსხვავებებს,
მაგალითად,
ბრიტანულ
და
ამერიკულ
ინგლისურებს
შორის,
ევროპულ
და
ამერიკულ
ესპანურ
ენებს
შორის,
ასევე
გერმანიის,
ავსტრიის,
შვეიცარიის,
საფრანგეთისა
და
ბელგიის
რეგიონალურ
ენობრივ
თავისებურებებსაც.
აგრარული
ლექსიკონის
ეს
გამოცემა
ანბანური
მითითებების
მეშვეობით
ექვს
ენაზე
და
ლათინურად
მოცემული
დამატებითი
ტერმინებით,
შეიძლება
გამოყენებული
იქნას
არა
მარტო
როგორც
სისტემატიზებული
ლექსიკონი,
არამედ
როგორც
ტერმინების
ლექსიკონიც,
რაც
კიდევ
უფრო
მიმზიდევლს
ხდის
მას
გამოყენებისათვის.
მასში
თავების
სახით
მოცემულია
სურსათი
და
სოფლის
მეურნეობა,
განათლება,
მეცნიერული
კვლევა
და
ინფორმაცია,
მართვა
და
კანონმებლობა,
სოფლის
მეურნეობის
ეკონომიკა
და
სოციოლოგია,
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის
გადამუშავება,
ნიადაგმცოდნეობა,
ზოგადი
ბიოლოგია,
გენეტიკა,
მემცენარეობა,
მდელოსნობა,
მებაღე-მევენახეობა,
მეცხოველეობა,
სასოფლო-სამეურნეო
ნაგებობები,
სასოფლო-სამეურნეო
მანქანები
და
ამ
დარგების
თანამედროვე
ტერმინები
და
სინონიმები
ექვსივე
ენაზე.
იქ,
სადაც
მცენარეთა
მეცნიერულ
სახელწოდებებთან
ერთად
შეუძლებელი
იყო
ხალხური
სახელწოდებების
მითითებაც
(ეს
პირველ
რიგში
ეხება
ესპანურ
ენას),
ესპანურ
სპეციალურ
ლიტერატურაში
მიღებული
პრაქტიკის
შესაბამისად,
მოცემულია
მხოლოდ
ლათინური
სახელწოდებები.
ლექსიკონის
ყდის
ყუაზე
ლექსიკონის
6 ენაზე
მოცემულია
სხვადასხვა
ხალხის
დამწერლობა
კაცობრიობის
განვითარების
მთელი
ისტორიის
განმავლობაში,
რომლის
წყაროა
1981 წელს
დიდ
ბრიტანეთში
გამოცემული
ოქსფორდის
სპეციალური
"დასურათებული
ლექსიკონი".
აღსანიშნავია
ის
ფაქტიც,
რომ
ამ
სიაში,
რომელიც
20 ხალხის
დამწერლობას
გამოხატავს,
რიგით
მე-4
სკრიპტი
ქართულია.
გამოცემული
ლექსიკონის
დიდი
ნაწილი
- 200-ზე
მეტი
ეგზემპლიარი,
უსასყიდლოდ
დაურიგდა
საქართველოს
წამყვან
სამეცნიერო-კვლევით
ინსტიტუტებსა
და
უნივერსიტეტებს,
მ.შ.
აფხაზეთის
სახელმწიფო
უნივერსიტეტს,
საქართველოს
სახელმწიფო
ბიბლიოთეკებს,
საქართველოში
აკრეტირებულ
საელჩოებსა
და
დონორ
ორგანიზაციებს,
აგრეთვე
უცხოელ
კოლეგებსა
და
სპეციალისტებს
აშშ-ში,
გერმანიაში,
ირანში
(ფერეიდანში),
თურქეთში,
იტალიაში,
უზბეკეთში,
საფრანგეთში,
უნგრეთში,
სერბიაში,
ხორვატიაში,
საბერძნეთში,
ისრაელში
და
სხვა.
ლექსიკონი
დაეგზავნა
CGIAR-ის
საერთაშორისო
სისტემის
სასოფლო-სამეურნეო
სამეცნიერო-კვლევით
ცენტრებს
დედამიწის
4 კონტინენტზე,
რომის
კათოლიკური
ეკლესიების
ბიბლიოთეკებს,
რომის
პაპის
თხოვნითვე.
აღნიშნულმა
გამოცემამ
დიდი
რეზონანსი
გამოიწვია
არა
მარტო
ჩვენს
ქვეყანაში,
არამედ
საზღვარგარეთაც,
ლექსიკონის
მიმართ
დიდი
ინტერესი
გამოხატეს
ირანის
ისლამური
რესპუბლიკის
ქ.
ფერეიდან
შაჰრის
(ზემო
მარტყოფი)
უნივერსიტეტის
პროფესორმა,
ისტორიკოსმა
საიდ
მულინმა
(გიორგი
მულიაშვილი),
რომელიც
კარგად
არის
ცნობილი
ჩვენი
საზოგადოებისათვის,
როგორც
ირანში
მცხოვრები
ქართველებისათვის
შედგენილი
“დედა
ენის”
ქართული
ანბანის
შემდგენელი
და
მონოგრაფია
- “ქართველების
როლი
ირანის
კულტურის,
ისტორიისა
და
ცივილიზაციაში”
ავტორი;
თურქეთიდან
ათაბაი
ერგუნმა
(ბექა
ჭილაძე),
რომელიც
არის
თურქულ-ქართული
ლექსიკონის
გამომცემელი,
საქართველოს
ღირსების
ორდენის
კავალერი,
და
ფაჰრედინ
ჩილ
ოღლუმ,
რომელიც
არის
თურქეთში
“დედა
ენის”
შემდგენელი,
თურქეთში
ქართულენოვანი
ჟურნალ
“მამულის”
რედაქტორი,
ბრიტანეთის
ენციკლოპედიის
თურქეთის
სარედაქციო
კოლეგიის
წევრი;
ისრაელში
და
საქართველოს
“მაშავის
კლუბის”
წარმომადგენლებმა,
საფრანგეთში
ECP/GR-ის
სათავო
ოფისიდან
დოქტორმა
ელენორ
ლიპმანმა,
აშშ-ს
ჯორჯიის
უნივერსიტეტის
პროფ.
კარლ
ჰოველანდმა,
რომის
წმინდა
საყდარში
საქართველოს
ელჩმა,
იტალიის
მოქალაქემ
ბატონიშვილ
ქეთევან
ბაგრატიონ-ორსინელმა,
ევროკავშირის
გენეტიკური
რესურსების
საკვები
და
პარკოსანი
კულტურების
სამუშაო
ჯგუფების
კოორდინატორმა,
დოქტორმა
ლორენცო
მაჯიონიმ,
გერმანიის
ფედერალურმა
გამომცემლობა
Ulmer-მა,
ევროპის
სოფლის
მეურნეობის
და
გარემოს
დაცვის
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
ფედერაციამ
(EFITA),
მსოფლიო
ბანკის
წარმომადგენლობამ
საქართველოში,
გერმანიის
ტექნიკური
დახმარების
საზოგადოებამ
(GTZ),
სოფლის
მეურნეობის
განვითარების
საერთაშორისო
ფონდმა
(IFAD),
საქართველოს
პარლამენტის
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტმა,
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიამ,
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიამ,
საქართველოს
სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებლებმა,
აფხაზეთის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
რექტორმა
ალეკო
გვარამიამ,
საქართველოს
მემამულეთა
კავშირის
თავმჯდომარემ
რაულ
ბაბუნაშვილმა,
აგრარულ
სფეროში
მომუშავე
საქართველოს
და
უცხოეთის
არასამთავრობო
ორგანიზაციებმა
და
სხვ.
ლექსიკონს
დიდი
გამოხმაურება
მოჰყვა
საქართველოს
და
საზღვარგარეთის
ბეჭდვით
და
ელექტრონულ
მედიაში.
ლექსიკონი
უდაოდ
დიდ
სარგებლობას
მოუტანს
ჩვენი
ქვეყნის
აგრარიკოს
მეცნიერებსა
და
პრაქტიკოსებს,
ჩვენს
ქვეყანაში
მომუშავე
უცხოელ
სპეციალისტებს
დონორი
და
დიპლომატიური
სამსახურებიდან,
ყველას,
ვინც
ამ
ლექსიკონის
წამყვან
ენებზე
მუშაობს
აგრარულ
სფეროში
ჩვენს
კონტინენტზე
და
მთელ
მსოფლიოში.
ამ
ლექსიკონის
სამივე
გამოცემა
პოლიტიკური
თვალსაზრისითაც
მეტად
მნიშვნელოვნად
მიგვაჩნია,
ვინაიდან
იგი
შეიძლება
ჩაითვალოს
ჩვენი
ქვეყნის
მისწრაფების
კიდევ
ერთ
ნათელ
გამოხატულებად
ევროპულ
და
მსოფლიო
მეცნიერულ-კულტურულ,
პოლიტიკურ
და
ეკონომიკურ
სტრუქტურებში
გაწევრიანებისათვის.
საერთაშორისო
ურთიერთობების
განყოფილების
გამგე,
ეკონომიკის
მეცნიერებათა
დოქტორი
ნანა
თედეევა
ლექსიკონები
გაამდიდრებს
ცოდნას
2007
წელს
ევროკომისიის
TEMPUS-TACIS-ის
პროექტის
(CD_JEP
24004-2003) მხარდაჭერით
და
დაფინანსებით
შედგენილი
და
გამოცემული
იქნა
სამენოვანი
(ფრანგულ-ინგლისურ-ქართული)
ლექსიკონი
სოფლის
მეურნეობის
ეკონომიკის,
ფინანსების,
საბუღალტრო
აღრიცხვის
და
სხვა
ტერმინების
განმარტებით.
ლექსიკონი
განკუთვნილია
ჩვენი
უნივერსიტეტის
ბაკალავრების,
მაგისტრების,
დოქტორანტებისა
და
თანამშრომლებისათვის,
აგრეთვე
სხვა |