29
მაისს გაიმართა საერთაშორისო
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია , თემაზე _ "კულტურულ
მცენარეთა გენეტიკური რესურსები და მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში"
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, სოფლის
მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს პრემიის ლაურეატის, სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის პეტრე ნასყიდაშვილის 80 წლის იუბილეს
აღსანიშნავად სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული
კონფერენცია გაიმართა, თემა _ `კულტურულ მცენარეთა
გენეტიკური
რესურსები და მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში~, კონფერენციას ესწრებოდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წარმომადგენლები,
სასოფლო-სამეურნეო კვლევის საერთაშორისო ცენტრის მშრალი რეგიონებისთვისა და
სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის ქართველი და უცხოელი
წევრები, ასევე რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უკრაინის
ქვეყნებიდან კოლეგები.