|
"დამტკიცებულია"
სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე
ოქმი #4 28 იანვარი 2008 წ.
სპიკერი სრული პროფესორი
თ. ყურაშვილი
სსიპ-საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საგეგმო-საფინანსო სამსახურის
დებულება
თბილისი 2008
I. ზოგადი დებულებანი
საგეგმო_საფინანსო სამსახური წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო_სამეურნეო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც დადგენილი წესისამებრ წარადგენს უნივერსიტეტს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში.
საგეგმო-საფინანსო სამსახური:
1.1 საქართველოს კანონის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” შესაბამისად ადგენს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამოყოფილი (პროგრამული დაფინანსების ფარგლებში) ბიუჯეტის განწერას.
1.2 ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში ადგენს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს არასაბიუჯეტო სახსრებით, გრანტებიდან მიღებული შემოსავლებით წარმოებული ხარჯთაღრიცხვის გეგმას
1.3 ადგენს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს საქართველოს კანონის “სახელმწიფო შესყიდვების “ შესახებ კალენდარული წლის განმავლობაში გასაწევ სახელმწიფო ბიუჯეტით და არასაბიუჯეტო სახსრებით წარმოებულ შესყიდვების გეგმას.
1.4 სამუშაოს მოცულობის შესაბამისად განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს აკადემიურ, დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული თანამშრომელთა საშტატო განრიგს, ს.ს.ი.პ-ის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სააკრედიტაციო სამსახურის მიერ დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად.
1.5 საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს იმ გადაწყვეტილებებს რომლებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და შესაბამისი დებულებით.
2. საგეგმო_საფინანსო სამსახურის სტრუქტურა.
2.1. საგეგმო_საფინანსო სამსახური როგორც ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე უნივერსიტეტის საფინანსო_ეკონომიკური საქმიანობის მაღალეფექტურად წარმართვაში.
2.2. საგეგმო_საფინანსო სამსახურის სტრუქტურა გამოიყურება შემდეგნაირად:
ა) საგეგმო_საფინანსო სამსახურის უფროსი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი;
გ) შესყიდვების მენეჯერი;
დ) სპეციალისტი.
3. თანამშრომელთა უფლება_მოვალეობანი
3.1. საგეგმო_საფინანსო სამსახურის უფროსის უფლება_მოვალეობანი:
3.1.1. დადგენილი წესით წარადგენს ზემდგომ ორგანოებში სახელმწიფო სასოფლო_სამეურნეო უნივერსიტეტს ეკონომიკურ_ფინანსურ საკითხებში;
3.1.2. პასუხისმგებელია რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე საშტატო და საფინანსო დისციპლინის დაცვისათვის;
3.1.3. უშუალოდ ევალება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთობა, რაც გამოიხატება სამსახურის მიერ შემუშავებული ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო შემოსავლების გეგმის პროექტების წარდგენაში, მის დამტკიცებაში და მათ შემდგომ დაყვანაში სტრუქტურულ ერთეულებამდე. ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ევალება ფინანსური შედეგების გაცნობა უნივერსიტეტის რექტორისადმი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი;
3.1.4. კონტროლს უწევს სახელმწიფო შესყიდვების გეგმების წარდგენა-დამტკიცებას, შესრულებას და სააგენტოში წარდგენას.
3.1.5. მისი უფლებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით.
3.1.6. ნიშნავს რექტორი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით
3.2. წამყვანი სპეციალისტის უფლება_მოვალეობანი:
3.2.1. უზრუნველყოფს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შემოსავლების ყოველწლიური გეგმების შესრულებაზე კონტროლს და სამსახურის უფროსს წარუდგენს მასალებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაზე მოსახსენებლად;
3.2.2. მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ, დამხმარე პერსონალის ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ თანამშრომელთა საშტატო განრიგის შედგენაში;
3.2.3. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის წერილებისა და კორესპოდენციების მომზადებაში;
3.2.4. უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნათა შესრულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის განაცხადის მასალების წარდგენას და დამტკიცებული გეგმიური მონაცემების დაყვანას სტრუქტურულ ერთეულებზე.
3.2.5. მისი უფლებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით.
3.2.6. ნიშნავს რექტორი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით
3. შესყიდვების მენეჯერის უფლება_მოვალეობანი:
3.3.1. მონაწილეობას ღებულობს საქართველოს კანონის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრებით წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვების გეგმების შედგენაში;
3.3.2. მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების კვარტალური გეგმების შედგენაში და წარუდგენს მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
3.3.3. ახდენს სახელმწიფო შესყიდვების გეგმების კორექტირებას;
3.3.4. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის ხელშეკრულების შემუშავებაში.
3.3.5. მისი უფლებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდაგანაწესით.
3.3.6. ნიშნავს რექტორი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით
4. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი:
4.1. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის პირველადი ფინანსური დოკომენტაციის შედგენა-დამუშავებაში;
4.2. მონაწილეობას იღებს საშტატო განრიგის შედგენაში, პერიოდულად მასში ცვლილებების შეტანაში;
4.3. მონაწილეობს ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში;
4.4. ახორციელებს სტუდენტთა კონტინგენტის შესახებ მასალებზე კონტროლს, ყოველკვარტალურად იღებს მონაცემებს სტუდენტთა კონტინგენტის შესახებ, როგორც ბიუჯეტზე, ასევე არასაბიუჯეტო სწავლებაზე, მონაწილეობს მისი ბალანსის სახით გაფორმებაში.
4.5. მისი უფლებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდაგანაწესით.
4.6. ნიშნავს რექტორი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით
5. საგეგმო-საფინანსო სამსახურის შექმნა და ლიკვიდაცია
5.1 საგეგმო-საფინანსო სამსახურის შექმნა და ლიკვიდაცია ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რეკომენდაციით და რექტორის ბრძანებით
6. საგეგმო-საფინანსო სამსხურის საგეგმო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია
საგეგმო-საფინანსო სამსახურის საგეგმო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის ნუსხა წარმოდგენილია შემდეგი სახით:
6.1. სამსახურის დებულება(ინახება მუდმივად).
6.2. ზემდგომი ორგანოების განკარგულებები და ინსტრუქციული წერილები საგეგმო-საფინანსო საქმიანობის შესახებ(ინახება საჭიროების ვადის გასვლამდე).
6.3. გეგმები დაფინანსების წყაროების მიხედვით(საბიუჯეტო,არასაბიუჯეტო)-ინახება მუდმივად.
6.4. საშტატო განრიგი(ინახება მუდმივად).
6.5. სახელწიფო შესყიდვების გეგმები(ინახება მუდმივად)
6.6. ხელშეკრულებები დადებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან(ასლი)-ინახება 5 წლის განმავლობაში
6.7. ხელშეკრულებები დადაებული კერძო სამართლის იურუდიულ პირებთან(ასლი)- ინახება 5 წლის განმავლობაში
6.8. ბრძანების ასლები კადრებიდან-ინახება 5 წლის განმავლობაში
6.9. ბრძანების ასლები კანცელარიიდან- ინახება 5 წლის განმავლობაში
6.10. ყოველწლიური საბიუჯეტო და პროგრამული განაცხადის ფორმები- ინახება 5 წლის განმავლობაში
6.11. ინვენტარიზაციის დოკუმენტები(აქტები და სხვა)-ინახება მუდმივად
6.12. საგეგმო-საფინანსო სამსახურის ნომენკლატურა-ინახება 10 წლის განმავლობაში